გაბაშვილი კონსტანტინე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კონსტანტინე გაბაშვილი

კონსტანტინე გაბაშვილი – დაიბადა 1948 წლის 26 სექტემბერს თბილისში. — ზოგადი ენათმცოდნეობის დოცენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, დიპლომატი.

განათლება
1966-1971 – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი, სემიტოლოგიის სპეციალობა; მიიღო აღმოსავლეთმცოდნე-ფილოლოგის და ქართული ენის დალიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია;
1971-1993 – თსუ ფილოლოგიის ფაკ-ის ზოგადი ენათმეცნიერებისნკათედრის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-მუშაკი, მასწავლებელი, დოცენტი, ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სამეცნიერო დარგში;
1995 – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (კანდიდატი, დოცენტი).

სამუშაო გამოცდილება 1982-1993 – კოორდინირებული ენათა სწავლების ე. წ. „გერმანული სკოლის“ სამეცნიერო თანაავტორი და დამფუძნებელი (გ. რამიშვილთან ერთად);
1991 – განათლების მინისტრის მოადგილე;
1992 – სახელმწიფო საბჭოს წევრი. საკომპენსაციო სიით, ბლოკი „ერთობა“,საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე;
1993 – საქართველოს განათლების მინისტრი;
1993 – ქალაქ თბილისის მერი;
1993-2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში – 2001 წლიდან ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში, ასევე, ბონში განლაგებულ გაეროს კლიმატის ცვლილების ორგანიზაციაში. 2004-2008 – –მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე;
2008-2012 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იტალიაში, სან მარინოში და მალტაში, ასევე ქ. რომში განლაგებულ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციებში (FAO, IFAD, WFP) 2014 – ილიაუნის და თსუ-ს მიწვეული ლექტორი, საგარეო პოლიტიკისა და დიპლომატიის თემებზე.

ფლობს: ინგლისურ, გერმანულ და რუსულ ენებს.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წოდება:
ფილოლოგიის დოქტორი, ომის ვეტერანი.

ჯილდოები:
გერმანიის დამსახურების დიდი ორდენი,
აკაკი წერეთლის სახ. პრემიის ლაურეატი,
აფხაზეთის უზენაესი საბჭოს საპატიო სიგელი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები