გაბაშვილი მანანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „გაბაშვილი მანანა“ გადაიტანა გვერდზე „მანანა გაბაშვილი“) |
მ (მომხმარებელმა Echelidze გვერდი „მანანა გაბაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „გაბაშვილი მანანა“ გადამი...) |
20:36, 29 მაისი 2020-ის ვერსია
მანანა გაბაშვილი – დაიბადა 1945 წლის 23 თებერვალს თბილისში. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი (1968); ასპირანტურა (1971).
სამუშაო გამოცდილება – ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-1991): საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ეროვნულ-ლიბერალური კავშირი, საგარეო ურთიერთობათა კომისიის წევრი, აღმოსავლეთის ქვეყნებთან ურთიერთობის ქვეკომისიის თავმჯდომარე;
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).