გაბაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილეთ აგრეთვე)
(წყარო)
ხაზი 32: ხაზი 32:
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
[[კატეგორია:ქართველი ემიგრანტები]]
 
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  

16:05, 11 მარტი 2019-ის ვერსია

რევაზ გაბაშვილი

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე (დ. - 6.XI.1882, თბილისი - გ. - 14.III.1969, პარიზი) - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1902 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლა ბელგიაში, ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც არ დაუსრულებია. 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ფედერალისტთა პარტიას დაუკავშირდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ორჯერ იყო დატუსაღებული და გარკვეული ვადით აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. 1906 წელს პარტიის დავალებით, კვლავ უცხოეთში - ბელგიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. ექვსი თვის შემდეგ ბაქოში ჩავიდა და მუშაობას ნავთობის მრეწველობაში შეუდგა.

1907 ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი აქაც ვერ დაასრულა, რადგან „ტოლსტოის დღეებთან“ დაკავშირებულ სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს.

1911 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მუშაობაში. 1912 წელს იყო ეროვნულ-დემოკრატიული ჟურნალის „კლდე“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და გამოცემის რედაქტორი, წერდა ფსევდონიმებით: „რაე“, „ღამურა“ და სხვ. ჩაბმული იყო კოოპერაციული მოძრაობის განვითარებაში. შედიოდა ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებაში და არჩეული იყო მისი გამგეობის მდივნად.

1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი, არჩეული იყო საბჭოს გზათა კომისიის შემადგენლობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი, ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და გახდა მისი მდივანი. იყო ამ ფრაქციის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1919 წლის ივლისში გაზეთ „სალ კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის ანტიინგლისური ხასიათის სტატია, რომელიც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც შეიცავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, გაზეთი დახურეს, ავტორი კი ორი კვირით დააპატიმრეს. 1919 წლის თებერვალში ეროვნული პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვა. 1921 წლის იანვარში, ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, რევაზ გაბაშვილი გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად - თურქეთში, 1924 კი საფრანგეთში ცხოვრობდა. შეისწავლა თურქული ენა, ასევე ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და სპარსულ ენებს. შედიოდა ედპ-ის კონსტანტინოპოლის ბიუროს შემადგენლობაში, იყო სტამბოლის პოლიტკომისიის წევრი. 1922 მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. შედიოდა ემიგრაციაში აღმოცენებულ „საერთო ფრონტში“. ემიგრაციაში ედპ-ს პირველად მისი ჯგუფი გამოეყო, რომელიც 1926-1928 წლებში გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ შემოიკრიბა, შემდეგ კი ა. ასათიანის ჯგუფს შეუერთდა.

მოგვიანებით რევაზ გაბაშვილი კავკასიის კონფედერაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ჰ. ბამატის „კავკასიის“ ჯგუფში გაერთიანდა, 1937-1939 წლებში, როგორც პასუხისმგებელი რედაქტორი, თანამშრომლობდა ჟურნალ „კავკასიასთან“. პოლიტიკური საკითხების გარდა აინტერესებდა და იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის პრობლემებსაც. 1967 პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“. 1951-1956 წლებში იყო ხელახლა შექმნილი „ეროვნული ცენტრისა“ და მისი გაზეთის „საქართველოს დამოუკიდებლობა“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ასევე წერილებს ბეჭდავდა პარიზულ ჟურნალ „კავკასიონში“, აშშ-ში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში - „კრებული“ და „ქართული აზრი“. 1959 მიუნხენში გამოქვეყნდა მისი დიდად გახმაურებული მოგონებათა წიგნი „რაც მახსოვს“. საქართველოში ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ემიგრაციაში მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო ელისაბედ ყიფიანი. რევაზ გაბაშვილი გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • რ. გაბაშვილი, რაც მახსოვს, წიგნ. დაბრუნება III, თბ., 1992;
  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. I, თბ., 1991;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები