გაბაშვილი რევაზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები)
(წყარო)
 
(2 მომხმარებლების 11 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
 
[[ფაილი:Gabashvili revaz.jpg|thumb|'''რევაზ გაბაშვილი''']]
 
[[ფაილი:Gabashvili revaz.jpg|thumb|'''რევაზ გაბაშვილი''']]
'''რევაზ გაბაშვილი''' (დ. 6 გიორგობისთვე, 1882, . თფილისი). [[ქართველები|ქართველი]]. ეროვნულ-დემოკრატი.  
+
'''გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე''' (დ. - 6.XI.1882, [[თბილისი]] - გ. - 14.III.1969, პარიზი) - პუბლიცისტი, [[საქართველო]]ს [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი.  
  
თფილისის ადრესი: გაბაანთ შესახვევი №3.  
+
====ბიოგრაფია====
 +
1902 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლა [[ბელგია|ბელგიაში]], ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც არ დაუსრულებია. 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ფედერალისტთა პარტიას დაუკავშირდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ორჯერ იყო დატუსაღებული და გარკვეული ვადით აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. 1906 წელს პარტიის დავალებით, კვლავ უცხოეთში - ბელგიასა და [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] გაემგზავრა. ექვსი თვის შემდეგ ბაქოში ჩავიდა და მუშაობას ნავთობის მრეწველობაში შეუდგა.  
  
==განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები==
+
1907 ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი აქაც ვერ დაასრულა, რადგან „ტოლსტოის დღეებთან“ დაკავშირებულ სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს.  
გაათავა თფილისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა ქ. ლიეჟის უნივერსიტეტში, 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში და მონაწილეობას იღებდა [[საქართველო|საქართველოს]] განმათავისუფლებელ მოძრაობაში და ორჯელ იქმნა დატუსაღებული. რეაქციის დროს 1906 წელს იძულებულ იქმნა სამშობლო მიეტოვებია და წასულიყო ბელგიაში და საფრანგეთში. 6 თვის შემდეგ დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, მაგრამ რადგანაც აქ თფილისში ცხოვრების უფლება არ ქონდა, დარჩა ქ. ბაქოში, სადაც შეუდგა ნაფთის მრეწველობას.
+
  
1907 წ. გაემგზავრა პეტროგრადს და შევიდა მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი ვერ დაასრულა, რადგან მე 4 კურსზე დატუსაღებულ იქმნა და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. 1911 წელს, დაბრუნდა სამშობლოში და შეუდგა საზოგადო მოღვაწეობას. 1912 წელს მისი რედაქტორობით გამოვიდა ჟურნალი „კლდე“. იღებდა ასევე მონაწილეობას კოპერატიულ მოძრაობის განვითარებაში [[საქართველო|საქართველოში]]. იყო წევრი საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოსი. არის წევრი [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის]] მთავარი კომიტეტისა.
+
1911 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მონაწილეობდა [[ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება|ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების]], სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მუშაობაში. 1912 წელს იყო ეროვნულ-დემოკრატიული ჟურნალის „კლდე“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და გამოცემის რედაქტორი, წერდა ფსევდონიმებით: „რაე“, „ღამურა“ და სხვ. ჩაბმული იყო კოოპერაციული მოძრაობის განვითარებაში. შედიოდა ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებაში და არჩეული იყო მისი გამგეობის მდივნად.
  
 +
1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის]] მუშაობაში. [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოს]] გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი, არჩეული იყო საბჭოს გზათა კომისიის შემადგენლობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი, ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და გახდა მისი მდივანი. იყო ამ ფრაქციის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1919 წლის ივლისში გაზეთ „სალ კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის ანტიინგლისური ხასიათის სტატია, რომელიც [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა|საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის]] შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც შეიცავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, გაზეთი დახურეს, ავტორი კი ორი კვირით დააპატიმრეს. 1919 წლის თებერვალში [[ეროვნული პარტია|ეროვნული პარტიის]] სიით მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნები|საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში]], მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვა. 1921 წლის იანვარში, ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, რევაზ გაბაშვილი გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.
 +
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია საბჭოთა რუსეთის მიერ|1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას]] დატოვა სამშობლო და [[ემიგრაცია]]ში წავიდა. თავდაპირველად - თურქეთში, 1924 კი [[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ცხოვრობდა. შეისწავლა თურქული ენა, ასევე ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და სპარსულ ენებს. შედიოდა ედპ-ის კონსტანტინოპოლის ბიუროს შემადგენლობაში, იყო სტამბოლის პოლიტკომისიის წევრი. 1922 მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. შედიოდა ემიგრაციაში აღმოცენებულ „საერთო ფრონტში“. ემიგრაციაში ედპ-ს პირველად მისი ჯგუფი გამოეყო, რომელიც 1926-1928 წლებში გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ შემოიკრიბა, შემდეგ კი [[ასათიანი ალექსანდრე|ა. ასათიანის]] ჯგუფს შეუერთდა.
 +
 +
მოგვიანებით რევაზ გაბაშვილი კავკასიის კონფედერაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ჰ. ბამატის „კავკასიის“ ჯგუფში გაერთიანდა, 1937-1939 წლებში, როგორც პასუხისმგებელი რედაქტორი, თანამშრომლობდა ჟურნალ „კავკასიასთან“. პოლიტიკური საკითხების გარდა აინტერესებდა და იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის პრობლემებსაც. 1967 პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“. 1951-1956 წლებში იყო ხელახლა შექმნილი „ეროვნული ცენტრისა“ და მისი გაზეთის „საქართველოს დამოუკიდებლობა“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ასევე წერილებს ბეჭდავდა პარიზულ ჟურნალ „კავკასიონში“, [[აშშ]]-ში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში - „კრებული“ და „ქართული აზრი“. 1959 მიუნხენში გამოქვეყნდა მისი დიდად გახმაურებული მოგონებათა წიგნი „რაც მახსოვს“. საქართველოში ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ემიგრაციაში მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო ელისაბედ ყიფიანი. რევაზ გაბაშვილი გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.
 +
 +
:::::::::::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
 +
 +
==ლიტერატურა==
 +
* რ. გაბაშვილი, რაც მახსოვს, წიგნ. დაბრუნება III, თბ., 1992;
 +
* გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. I, თბ., 1991;
 +
* ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
 +
*
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2634/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]
+
*[http://www.nplg.gov.ge/bios/ka/2634/ საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/03/05/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96/ გაბაშვილი რევაზ]
 +
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/77/ რევაზ გაბაშვილი]
 +
* [http://www.nplg.gov.ge/ilia/ka/540/ რევაზ ალექსანდრეს ძე გაბაშვილი]
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
 +
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]  
 
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:ინტერპარტიული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:ეროვნული პარტიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრები]]
 +
[[კატეგორია:გაბაშვილები]]

მიმდინარე ცვლილება 16:07, 11 მარტი 2019 მდგომარეობით

რევაზ გაბაშვილი

გაბაშვილი რევაზ ალექსანდრეს ძე (დ. - 6.XI.1882, თბილისი - გ. - 14.III.1969, პარიზი) - პუბლიცისტი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1902 დაამთავრა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზია და სწავლა ბელგიაში, ლიეჟის მონტეფიორეს სახელობის ელექტროტექნიკურ ინსტიტუტში განაგრძო, რომელიც არ დაუსრულებია. 1905 წელს დაბრუნდა სამშობლოში, ფედერალისტთა პარტიას დაუკავშირდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში. ორჯერ იყო დატუსაღებული და გარკვეული ვადით აკრძალული ჰქონდა თბილისში ცხოვრება. 1906 წელს პარტიის დავალებით, კვლავ უცხოეთში - ბელგიასა და საფრანგეთში გაემგზავრა. ექვსი თვის შემდეგ ბაქოში ჩავიდა და მუშაობას ნავთობის მრეწველობაში შეუდგა.

1907 ჩაირიცხა პეტერბურგის უნივერსიტეტის მათემატიკურ ფაკულტეტზე, ხოლო შემდეგ გადავიდა ქიმიურ განყოფილებაზე. კურსი აქაც ვერ დაასრულა, რადგან „ტოლსტოის დღეებთან“ დაკავშირებულ სტუდენტურ მღელვარებაში მონაწილეობისათვის უნივერსიტეტიდან დაითხოვეს.

1911 წლიდან ცხოვრობდა თბილისში, ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, სათავადაზნაურო-საადგილმამულო ბანკის მუშაობაში. 1912 წელს იყო ეროვნულ-დემოკრატიული ჟურნალის „კლდე“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი და გამოცემის რედაქტორი, წერდა ფსევდონიმებით: „რაე“, „ღამურა“ და სხვ. ჩაბმული იყო კოოპერაციული მოძრაობის განვითარებაში. შედიოდა ქართულ საქველმოქმედო საზოგადოებაში და არჩეული იყო მისი გამგეობის მდივნად.

1917 წლის ნოემბერში მონაწილეობდა საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მუშაობაში. ეროვნული საბჭოს გაფართოებისას, 1918 წლის მაისში, ედპ-ის სიით გახდა საბჭოს წევრი, არჩეული იყო საბჭოს გზათა კომისიის შემადგენლობაში. იყო ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი, ედპ-ის დამფუძნებელ ყრილობაზე აირჩიეს პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად. 1918 წლის სექტემბერში გადავიდა დამოუკიდებელ ნაციონალ-დემოკრატთა ფრაქციაში და გახდა მისი მდივანი. იყო ამ ფრაქციის საფუძველზე შექმნილი ეროვნული (მიწის მესაკუთრეთა ეროვნული) პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1919 წლის ივლისში გაზეთ „სალ კლდეში“ გამოქვეყნდა რევაზ გაბაშვილის ანტიინგლისური ხასიათის სტატია, რომელიც საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მთავრობის შეურაცხმყოფელ გამონათქვამებსაც შეიცავდა. შინაგან საქმეთა მინისტრის განკარგულებით, გაზეთი დახურეს, ავტორი კი ორი კვირით დააპატიმრეს. 1919 წლის თებერვალში ეროვნული პარტიის სიით მონაწილეობა მიიღო საქართველოს დამფუძნებელი კრების არჩევნებში, მაგრამ მანდატი ვერ მოიპოვა. 1921 წლის იანვარში, ედპ-სა და მისგან გამოყოფილი ორგანიზაციების გაერთიანებისას, რევაზ გაბაშვილი გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩიეს.

1921 საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციისას დატოვა სამშობლო და ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად - თურქეთში, 1924 კი საფრანგეთში ცხოვრობდა. შეისწავლა თურქული ენა, ასევე ფლობდა რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, ესპანურ და სპარსულ ენებს. შედიოდა ედპ-ის კონსტანტინოპოლის ბიუროს შემადგენლობაში, იყო სტამბოლის პოლიტკომისიის წევრი. 1922 მონაწილეობდა პარიზში გამართული ინტერპარტიული კონფერენციის მუშაობაში, რომელმაც ჩამოაყალიბა „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი“ და შექმნა „საქართველოს დამფუძნებელი კრების გაფართოებული პრეზიდიუმი“. შედიოდა ემიგრაციაში აღმოცენებულ „საერთო ფრონტში“. ემიგრაციაში ედპ-ს პირველად მისი ჯგუფი გამოეყო, რომელიც 1926-1928 წლებში გაზეთ „მამულიშვილის“ ირგვლივ შემოიკრიბა, შემდეგ კი ა. ასათიანის ჯგუფს შეუერთდა.

მოგვიანებით რევაზ გაბაშვილი კავკასიის კონფედერაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულ ჰ. ბამატის „კავკასიის“ ჯგუფში გაერთიანდა, 1937-1939 წლებში, როგორც პასუხისმგებელი რედაქტორი, თანამშრომლობდა ჟურნალ „კავკასიასთან“. პოლიტიკური საკითხების გარდა აინტერესებდა და იკვლევდა საქართველოს ისტორიისა და ეთნოლოგიის პრობლემებსაც. 1967 პარიზში ფრანგულ ენაზე გამოსცა წიგნი „კავაკასიური რასის წვლილი მსოფლიო ცივილიზაციაში“. 1951-1956 წლებში იყო ხელახლა შექმნილი „ეროვნული ცენტრისა“ და მისი გაზეთის „საქართველოს დამოუკიდებლობა“ ერთ-ერთი ხელმძღვანელი. ასევე წერილებს ბეჭდავდა პარიზულ ჟურნალ „კავკასიონში“, აშშ-ში გამომავალ ქართულ ემიგრანტულ გამოცემებში - „კრებული“ და „ქართული აზრი“. 1959 მიუნხენში გამოქვეყნდა მისი დიდად გახმაურებული მოგონებათა წიგნი „რაც მახსოვს“. საქართველოში ჰყავდა მეუღლე და სამი შვილი. ემიგრაციაში მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო ელისაბედ ყიფიანი. რევაზ გაბაშვილი გარდაიცვალა პარიზში, დაკრძალულია ბანიოს სასაფლაოზე.

ოთარ ჯანელიძე

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • რ. გაბაშვილი, რაც მახსოვს, წიგნ. დაბრუნება III, თბ., 1992;
  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. I, თბ., 1991;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

[რედაქტირება] იხილეთ აგრეთვე

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები