გაგლეჯილა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:53, 23 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გაგლეჯილა − გაგლეჯილა საქართველოს სხვადასხვა კუთხეში გავრცელებული თამაშის, „ნიშხა-ნიშხა ბარბალუკას” იდენტური იყო და მის მსგავსად კოსმიურ-მითოლოგიურ სცენას ასახავდა. იგი მნათობი მზისა და შავ-ბნელი ძალის – გველეშაპის დაუცხრომელ ბრძოლის სცენას გამოხატავდა.

თამაშის დროს ორ თანაბარ ჯგუფად გაყოფილი მოთამაშეები ხელიხელჩაკიდებულნი ერთმანეთის პირისპირ მწკრივდებოდნენ. ნიშხა-ნიშხას გაჭიმული მწკრივიდან ერთი მოთამაშე გაიქცეოდა, ბარბალუკას მწკრივს დაეძგერებოდა და მის გაწყვეტას ცდილობდა. თუ ამას შეძლებდა, მაშინ მწკრივის ერთი მონაწილე ტყვედ თან მიყავდა, ხოლო თუ ვერ მოახერხებდა, ბარბალუკას მწკრივის ტყვე თავად ხდებოდა და იქვე მწკრივში ებმებოდა.



ლიტერატურა

ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:189; ლომთათიძე, ნოღაიდელი, 2014:70.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები