გამარჯვებული (ატმის ჯიში)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გამარჯვებული

გამარჯვებული(Le Vainqueur) ძველი ადრეულა ატმის ფრანგული ჯიშია, ცნობილია უფრო „პობედიტელის“ სახელწოდებით. დიდიხანია შემოტანილია საქართველოს რაიონებში; გვხვდება ქუთაისის, სოხუმის და გუდაუთის რაიონებში. ღირებულებას წარმოადგენს, როგორც ადრეულა სიმწიფის ჯიში.

ნაყოფი მწიფდება ამსდენზე და სხვა ადრეულა ჯიშებზე ადრე. დასავლეთ საქართველოში იგი მწიფდება ივნისის პირველ ნახევარში და აღმოსავლეთ საქართველოში კი – ივნისის ბოლო რიცხვებში.

ნაყოფის ულამაზო გარეგნობის მიუხედავად ეს ჯიში ფასდება ნაყოფის ადრეულა სიმწიფის გამო.

მის ნაკლად უნდა ჩაითვალოს აგრეთვე ის, რომ ხეზე ნაყოფი არაერთდროულად მწიფდება და ნაყოფის ყველა მხარე არათანაბრად მწიფდება. ამ ჯიშს დიდი პერსპექტივა არა აქვს სამრეწველო ასორტიმენტში, რადგანაც მოიპოვება ზოგიერთი უფრო კარგი ადრეულა სიმწიფის ჯიში, როგორც, მაგალითად, „მაიფლოვერი“, რომელსაც თავისი დადებითი თვისებებით შეუძლია შეცვალოს „გამარჯვებული“.

ხე ხასიათდება მომრგვალო ვარჯით და თხელი შეფოთვლით. ფოთოლი გრძელია, ღია–მწვანე ფერის, ხერხისებრად დაკბილული კიდეთი. ფოთლის ყუნწზე აქვს 2–4–მდე თირკმელისებრი ჯირკვალი. '

ნაყოფი კვერცხისებრი ფორმისაა, გვერდებიდან შებრტყელებული, კარგად ემჩნევა ღარი. ნაყოფის ბოლო ჩაზნექილია. ყუნწის ღრუ ღრმა და განიერია. ნაყოფის ყუნწი მოკლეა და სქელი, კარგად მიმაგრებული ნაყოფზე. ნაყოფი წვირილია (4,5X5X4 სმ).

ნაყოფის კანი მოყვითალო ბაცი–მწვანე ფერისაა, მზის მხარეზე ოდნავ შეფერილია წითელი წინწკლებით და ზოლებით. ნაყოფის კანი ძლიერ შებუსვილია, კარგად სცილდება მწიფე ნაყოფს.

ნაყოფის ხორცი მომწვანო–თეთრი ფერისაა, რბილი, ძლიერ წვნიანი, ნაკლებად ტკბილი, მჟავეობა კი კარგად ემჩნევა; ხორცი კურკას არ სცილდება.

კურკა მსხვილი აქვს ხშირად ნაყოფშივე სკდება.



წყარო

საქართველოს კულტურული ფლორის ატლასი = Атлас культурной флоры Грузии = Atlas for the cultivated Flora of Georgia / ნ. ხომეზურიშვილი და ელ. ერისთავი ; საქართველოს სსრ მიწსახკომი. ლ.პ. ბერიას სახელ. სას.-სამ. ინსტიტუტი. - თბილისი : ტექნიკა და შრომა, 1939-1951. - 30 სმ[MFN: 51572] თემატიკა: - საქართველოს კულტურული ფლორის ატლასები; ტ. 2 : საქართველოს სამრეწველო ხილის ჯიშები = Промышленные сорта плодов Грузии = Varietes of commercial Georgian Fruits. - 1941. - 217, LIV გვ. : ილ., 71 ჩართ. ფურც. ფერ. ილ.. - დამატებითი თავფურცელი რუსულ, ინგლისურ ენებზე. - ტექსტი ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებზე. - 73მ., ყდა 7მ., 2500ც.[MFN: 52879] UDC: 634.1/7:631.526.32 თემატიკა: - ხილის ჯიშები საქართველოში;

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები