გამოზარხოშება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გამოზარხოშება''' - (hangover), ინტოქსიკაციის შემდგომი მდგომარეობა,...)
 
(წყარო)
ხაზი 15: ხაზი 15:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ალკოჰოლი]]

16:00, 17 აგვისტო 2018-ის ვერსია

გამოზარხოშება - (hangover), ინტოქსიკაციის შემდგომი მდგომარეობა, რომელიც თან სდევს ალკოჰოლური სასმელების დიდი რაოდენობით მოხმარებას.

ამ მდგომარეობის ეტიოლოგიაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ალკოჰოლური სასმელების არაეტალონური კომპონენტები.

ფიზიკური გამოვლინებებიდან ადგილი აქვს: დაღლილობას, თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, წყურვილს, კუჭ-ნაწლავის მოშლილობას, გულისრევას, ღებინებას, უძილობას, იოლ ტრემორს, არტერიული წნევის მომატებას ან დაქვეითებას.

ფსიქოლოგიური სიმპტომებიდან აღსანიშნავია: მწვავე განგაშის გრძნობა; დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, გამღიზიანებლობა და მომატებული მგრძნობელობა.

ალკოჰოლის რაოდენობა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აღწერილი მდგომარეობა, სხვადასხვაა და დამოკიდებულია ინდივიდის ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე. თუმცა, როგოროც წესი, რაც უფრო მაღალია სისხლში ალკოჰოლის შემცველობა ინტოქსიკაციის პერიოდის განმავლობაში, მით უფრო ინტენსიურადაა გამოხატული შესაბაბისი სიმპტომები. სიმპტომებზე გავლენას ახდენს ინდივიდის სოციალური განწყობები. გამოზარხოშება გრძელდება არა უმეტეს 36 საათისა იმ პერიოდიდან, როდესაც ორგანიზმიდან სრულად გამოიყოფა ალკოჰოლი.

გამოზარხოშების სინდრომის ზოგიერთი სიმპტომი აღკვეთის სინდრომის დროს განვითარებული სიმპტომების ანალოგიურია, მაგრამ ტერმინ „გამოზარხოშებას“, როგორც წესი, იყენებენ ალკოჰოლის ეპიზოდურად მიღების შემთხვევაში და ამ დროს აუცილებელი არ არის ვიგულისხმოთ სხვა დარღვევების არსებობა, რომლებიც დაკავშირებულია ალკოჰოლის მიღებასთან.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები