გამსახურდია ზვიად

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ბიოგრაფია)
(წყარო)
 
ხაზი 38: ხაზი 38:
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:ქართველი პოეტები]]
 
[[კატეგორია:გამსახურდიები]]
 
[[კატეგორია:გამსახურდიები]]
 +
[[კატეგორია:საბჭოთა დისიდენტები]]

მიმდინარე ცვლილება 14:34, 24 ნოემბერი 2022 მდგომარეობით

Zviad gamsaxurdia.jpg

გამსახურდია ზვიად კონსტანტინეს ძე(დ. 31 მარტი, 1939, თბილისი — გ. 31 დეკემბერი, სოფ. ძველი ხიბულა, ხობის რაიონი), საქართველოს პირველი პრეზიდენტი (1991—1992), სამხედრო ძლების უმაღლესი მთავარსარდალი (1991-92), საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი (1973-90), საქართველოს ეროვნული გმირი (2013).


[რედაქტირება] ბიოგრაფია

მამა - კონსტანტინე გამსახურდია (1893- 1975), XX საუკუნის ქართული ლიტერატურის კლასიკოსი. დედა - მირანდა ფალავანდიშვილი.

1956 წელს ზვიად გამსახურდიამ და მისმა მეგობარმა მერაბ კოსტავამ დააარსეს არალეგალური ახალგაზრდული პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი“. 1958-1962 სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტზე. 1963-1977 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი. 1973 წლიდან ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1991 წლიდან - დოქტორი (სრული პროფესორი). 1981-1990 - ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. 1966-1977, 1981-1992 - საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი.

1973 წელს ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას თაოსნობით დაარსდა პირველი ლეგალური ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაცია კავკასიაში - „ადამიანის უფლებების საინიციატივო ჯგუფი“. ჯგუფის ბაზაზე, 1976 წელს გამსახურდიას ხელმძღვანელობით დაარსდა საქართველოს ჰელსინკის ჯგუფი, რომელიც წარმოადგენდა პირველ ჯგუფს ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე. დაარსების დღიდან, ჰელსინკის ჯგუფი აქტიურად იბრძოდა ადამიანის უფლებების დასაცავად, განსაკუთრებით საბჭოთა იმპერიის პოლიტ-პატიმრების. ისინი აქტიურად იცავდნენ აგრეთვე ქართულ ენას და სრულიად დაუცველ ქართული კულტურის ძეგლებს. ჯგუფი გამოსცემდა და ავრცელებდა არალეგალურ ჟურნალებს „ოქროს საწმისი“ და „საქართველოს მოამბე“. 1977 წელს ზვიადი და მერაბი დააპატიმრეს. გასამართლებამდე ისინი ჯერ მოსკოვის ლეფორტოვოს ციხეში ჰყავდათ დაკავებული, ხოლო შემდეგ გადაიყვანეს საბჭოეთის ყველაზე რეპრესიულ დაწესებულებაში - მოსკოვის სერბსკი ინსტიტუტის სასამართლო ფსიქიატრიის სპეციალურ განყოფილებაში (ექვემდებარებოდა საბჭოთა კგბ-ს). 1978 წლის მაისში გაასამართლეს. 1979 წლის ივნისში გამსახურდია გადაასახლეს დაღესტანში, ყიზლარის რაიონის სოფელ კოჩუბეიში.

1978 წელს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა ზვიად გამსახურდია წარადგინა ნობელის მშვიდობის პრიზის ოფიციალურ კანდიდატად.

1982-1983 წლებში იმყოფებოდა შინა პატიმრობაში. მიუხედავად წინააღმდეგობისა, 1983 წელს გამოსცა ჟურნალი „საქართველო“. 1986-1990 წლებში ჰელსინკის ჯგუფი (1989 წლის სექტემბრიდან - კავშირი) იყო ხელმძღვანელი ყველა მნიშვნელოვანი ადამიანის უფლებათა საპროტესტო აქციისა და ანტიიმპერიალისტური მოძრაობისა. 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში მშვიდობიანი მიტინგის დარბევის შემდეგ, ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა, სხვა ორგანიზატორებთან ერთად, დააპატიმრეს. ისინი 40 დღე ჰყავდათ კგბ-ს იზოლატორში.

1989 წლის ბოლოს გამსახურდიამ დიდი წვლილი შეიტანა სსრკ-ში პირველი მრავალპარტიული არჩევნების კანონის შემუშავებაში, მიღებასა და განხორციელებაში.

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებში, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა საარჩევნო ბლოკს „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო“. 1990 წლის ნოემბერში უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე გამსახურდია აირჩიეს საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ. უზენაესმა საბჭომ აღადგინა საქართველოს დამოუკიდებლობა და გამოაცხადა საქართველო დამოუკიდებელ ქვეყნად.

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით, 1991 წლის 9 აპრილს 1991 წლის 14 აპრილს უზენაესმა საბჭომ ზ. გამსახურდია აირჩია საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტად, რაც განმტკიცდა 1991 წლის 26 მაისის სახალხო არჩევნებით.

1991 წლის 22 დეკემბერს დაიწყო სამხედრო გადატრიალება. 1992 წლის 6 იანვარს პრეზიდენტმა, უზენაესმა საბჭომ და მთავრობის წევრებმა დატოვეს პარლამენტის შენობა. პრეზიდენტი ოჯახთან და მთავრობის წევრებთან ერთად გადავიდა სომხეთში, მოგვიანებით ჩეჩნეთში. პრეზიდენტი დევნილობაში განაგრძობდა დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას.

1993 წლის 24 სექტემბერს პრეზიდენტი გამსახურდია დაბრუნდა საქართველოში.

1993 წლის 31 დეკემბერს ზვიად გამსახურდია ტრაგიკულ ვითარებაში აღესრულა სოფელ ძველ ხიბულაში (ხობის რაიონი). 1994 წლის თებერვალში გამსახურდიას ნეშტი გადაასვენეს ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოში (ჯოხარ ყალა). ხოლო 2007 წლის 1 აპრილს, ბზობას, ზვიად გამსახურდიას ნეშტი დაიკრძალა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. ათიათასობით საქართველოს მოქალაქემ კიდევ ერთხელ გამოხატა საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემა.

[რედაქტირება] წყარო

ჟურნალი მატიანე 2014 წლიეს 2 მაისი N1–2

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები