განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ganmartebiti leqsikoni.PNG

განმარტებითი ლექსიკონი განათლების სპეციალისტებისათვის

განმარტებითი ლექსიკონის შექმნის იდეა დაიბადა მასწავლებლებისგან წამოსული სურვილიდან - გაიგონ მეტი საგანმანათლებლორეფორმის შესახებ და მხარი აუბან სწავლებისა და სწავლის თანამედროვე მოთხოვნებს.

განმარტებითი ლექსიკონი პედაგოგებს, განათლების სპეციალისტებს, განათლების ფსიქოლოგებს და სხვა დაინტერესებულ პირებს გააცნობს იმ ძირითად ტერმინებს, რომლებიც გამოიყენება ეროვნულ სასწავლო გეგმაში, სასწავლო გეგმების პილოტირების და დანერგვის ტრენინგ-პროგრამაში და, ზოგადად, უკავშირდება განათლების სისტემის რეფორმას და მის საფუძველზე განხორციელებულ სწავლებისა და სწავლის თანამედროვე გაგებას.

დაგეგმილია ლექსიკონის სამ ნაწილად გამოშვება, რომელიც დასრულდება 2008 წლის ბოლოს. ლექსიკონის პირველ ნაწილში განხილულია ის ტერმინები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტუალურია; კერძოდ, ამ ნაწილში განხილულია 120-მდე ტერმინი, რომელიც ყველაზე უფრო ხშირად იხმარება ჩვენს სასწავლო პრაქტიკაში. ლექსიკონი სტრუქტურირებულია შემდეგნაირად: ტერმინები დაჯგუფებულია ოთხ ძირითად კატეგორიაში: უნარ-ჩვევები, თეორიები, სასწავლო პროცესი და განათლების სისტემა. თითოეულკატეგორიაში კი ტერმინები დალაგებულია ანბანთრიგზე.

განმარტებითი ლექსიკონი განკუთვნილია განათლების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა პროფესიის ადამიანებისთვის. ეს ლექსიკონიმათ დაეხმარება გამოყენებულ ლექსიკაში ერთნაირი მნიშვნელობები მიანიჭონ ყოველ ტერმინს. ეს მათ გაუადვილებთ სასწავლო მიზნების მიღწევას და ხელს შეუწყობს მათ შორის პროფესიული დიალოგის წარმართვას. ასევე, ლექსიკონი დაეხმარება მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდე-ბისათვის მომზადებაში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები