განმუხრუჭება (სამედიცნო ტერმინი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''განმუხრუჭება''' - (disinhibition), ინდივიდის გათავისუფლება მისი ქცევი...)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 +
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]

16:05, 17 აგვისტო 2018-ის ვერსია

განმუხრუჭება - (disinhibition), ინდივიდის გათავისუფლება მისი ქცევის შემაკავებელი შინაგანი მუხრუჭებისაგან. განმუხრუჭება შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში ფსიქოაქტიური სამკურნალწამლო საშუალებების შეყვანის შედეგად.

XIX საუკუნეში გავრცელებული იყო მოსაზრება იმის თაობაზე, რომ ფსიქოაქტიური ნივთიერებები, განსაკუთრებით ალკოჰოლი, თავისი ფარმაკოლოგიური მოქმედებით „თავის ტვინის უმაღლეს ნერვულ ცენტრებში“ ლოკალიზებული დამამუხრუჭებელი მექანიზმების გათიშვას ახდენს. განმუხრუჭების ეფექტისათვის დამახასიათებელი ქცევის აღწერისათვის შეიძლება ნებისმიერი ზედსართავის გამოყენება („მავნედან“ – „ექსპრესიულამდე“). ტერმინი „განმუხრუჭების თეორია“ გამოიყენება აგრეთვე ნეიროფიზიოლოგებისა და ნეიროფარმაკოლოგების მიერ ნეირონების ან ნეირონული ჯაჭვის შემაკავებელი მოქმედების მოხსნის აღსანიშნავად, განსხვავებით ნეირონის ან ნეირონთა სისტემის პირდაპირი სტიმულირებისა. მაგალითად, ოპიოიდური სამკურნალწამლო საშუალებები თრგუნავს დოფამინერგული ნეირონების აქტივობას, რომლებიც ნორმაში დამთრგუნველად მოქმედებს ჰიპოფიზის უჯრედების მიერ პროლაქტინის სეკრეციაზე. ამგვარად, ოპიოიდები პროლაქტინის სეკრეციის „განმუხრუჭებას“ ახდენს და შედეგად სისხლის შრატში პროლაქტინის შემცველობის მატებას იწვევს.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები