განძანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(იხილე აგრეთვე)
(წყარო)
ხაზი 21: ხაზი 21:
 
[[კატეგორია:სოფლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
 
[[კატეგორია:სოფლები სამხრეთ საქართველოში]]
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთში]]
+
[[კატეგორია:სოფლები სამცხე-ჯავახეთის მხარეში]]

17:54, 26 აპრილი 2024-ის ვერსია

განძანის ხიდი

განძანი, განძა – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალტეტში, ჯავახეთის ზეგანზე, ფარავნის ტბის სამხრეთით, მდინარე ფარავნის ორივე მხარეს, ზღცის დონიდან 2020-2070 მ სიმაღლეზე, ნინოწმინდიდიდან 22 კმ მანძილზე. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში.

მოსახლეობის რიცხოვნობა – 3660, რიცხობრივად უპირატესი ეროვნება – სომეხი (2002). „გურჯისტანის ვილაიეთის დავთრის” მიხედვით, იმდროისათვის გაუკაცრიელებული ყოფილა. XIX საუკუნეში სოფელში დასახლდნენ თურქეთიდან ჩამოსახლებული სომხები.

შემორჩენილია XIV საუკუნის ორი ქართული ეკლესია და XIX საუკუნის წმ. კარაპეტის სახელობის სომხური ეკლესია. სოფლის სიახლოვეს, მისგან ჩრდილო-დასავლეთით მეგალითური კულტურის უძველესი ძეგლია – „ვეშაპი”, „ვიშაპი”, რომელიც წარმოადგენს 2 მ სიმაღლის ვერტიკალურ მონოლით თევზისა და ფრინველის გამოსახულებით. სოფელში არის ვაჰან-ტერიანის სახლ-მუზეუმი.

1847 წელს აქ დასახლდნენ სომხები და სოფელს „განძა” უწოდეს. ძველი ქართული სახელი კი არის „განძანი”. მრავლობითობის ნიშანი „ნი” სოფლის სახელწოდებაში მიუთითებს, რომ ძველად აქ ორი სოფელი ყოფილა.


იხილე აგრეთვე

წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები