გარიკი ვახტანგ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვახტანგ ვაჩნაძე (გარიკი)

ვაჩნაძე ვახტანგ გიორგის ძე (გარიკი) - (დ. - 31.III.1896, სოფ. ბაკურციხე, სიღნაღის მაზრ. - გ. - 1937) - ქართველი რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, კრიტიკოსი.

სარჩევი

ბიოგრაფია

1915 წლიდან დაიწყო ლიტერატურული საქმიანობა. 1918 წელს დაამთავრა მოსკოვის არქეოლოგიის ინსტიტუტი. პარალელურად სწავლობდა მოსკოვის მცირე თეატრის სტუდიაში. 1918 წელს დაიწყო სასცენო მოღვაწეობა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდს ემთხვევა. იმდროინდელ პერიოდულ გამოცემებში მისი არაერთი წერილი თუ რეცენზია დაიბეჭდა. ძირითადად, გაზეთ „სახალხო საქმეში“ თანამშრომლობდა. მაგ., 2.IV.1919 გაზ. „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა ვახტანგ გარიკის წერილი „ორი ოპერა“, რომელშიც ავტორი ქართული საოპერო თეატრის განვითარებასა და ორ ახალ გამორჩეულ წარმოდგენაზე - „თქმულება შოთა რუსთაველზე“ და „ქეთო და კოტე“ - საუბრობდა. ავტორი წერილებში აღნიშნავდა 117-წლიანი ჩაგვრის შემდეგ დამოუკიდებელ საქართველოში კულტურის აღორძინების სწრაფ ტემპებზე. 1919 წლის 6 ნოემბერს გაზ. „სახალხო საქმეში“ დაიბეჭდა გარიკის სტატია „დრამატული ხელოვნება“, რომელშიც ავტორი ქართულ დრამატულ ხელოვნებაში არსებულ კრიზისზე საუბრობს და არსებულ მდგომარეობას ხსნის, როგორც დრამატული საზოგადოების დაკნინებას. 18 ნოემბრის გაზ. „სახალხო საქმეში“ გამოქვეყნდა ვ. გარიკის სტატია „აიდა“, რომელშიც გაკრიტიკებული არიან საოპერო დადგმაში მონაწილე მომღერლები გამომდინარე იქიდან, არ აქვთ შესაბამისი ხმა და ტემბრი, ვაგნერის ასეთი გენიალური ნაწარმოების შესასრულებლად. 1920 წლის 2 ოქტომბერს გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ გარიკის წერილი ოპერის სეზონის გახსნასა და სპექტაკლ „აბესალომ და ეთერის“ შეფასებაზე. 1920 წლის 30 ნოემბრის გაზ. „საქართველოს რესპუბლიკაში“ გამოქვეყნდა ვახტანგ გარიკის წერილი-რეცენზია 19 ნოემბერს სახელმწიფო თეატრში დადგმული „ღალატის“ შესახებ.

1924-1927 წლებში თბილისის წითელი თეატრის რეჟისორია, 1928-1931 წლებში კი სოხუმის აფხაზური და ქართული დასების სამხატვრო ხელმძღვანელი. დიდი ღვაწლი მიუძღვის სოხუმის ქართული პროფესიული დრამატული თეატრის შექმნაში. 1931-1937 წლებში მუშაობდა თელავის, ზუგდიდის, სოხუმის თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელად. ქართულ პრესაში სისტემატურად აქვეყნებდა წერილებს თეატრის ისტორიის და თეორიის საკითხებზე. წერდა და თარგმნიდა პიესებს.

გეგია მერაბ, სალომე ჭანტურიძე

ლიტერატურა

  • გაზ. სახალხო საქმე, 1919, №82, №495, №670;
  • გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920, №222, №266.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვახტაგ გარიკი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები