გაჩეჩილაძე გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი გაჩეჩილაძე

გიორგი გაჩეჩილაძე – დაიბადა 1954 წლის 24 ივნისს თბილისში. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი; სამეცნიერო ნაშრომების, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი (1976).

სამუშაო გამოცდილება

  • ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
  • მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე 1995 წლიდან.
  • საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1992-95): საკომპენსაციო სიით, საქართველოს მწვანეთა პარტია.
  • პარლამენტის წევრი (1995-99): საქართველოს მოქალაქეთა კავშირის პარტიული სიით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
  • პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი.
  • პარლამენტის წევრი 2016 წლიდან – პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი.


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები