გელბახიანი ვალერიან

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვალერიან გელბახიანი

ვალერიან გელბახიანი – დაიბადა 1955 წლის 28 მაისს საჩხერეში.

განათლებათბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1981); ასპირანტურა (1985).

სამუშაო გამოცდილება

  • მუშაობდა პროკურატურაში, გამომძიებლად (1981-87).
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე, უშიშროების საბჭოს მდივანი (1998-99).
  • მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი (1999-2004) პარტიული სიით; ფრაქცია „აღორძინების“ თავმჯდომარის მოადგილე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა, კანონიერებისა და ადმინისტრაციული რეფორმების კომიტეტის წევრი.
  • მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) - მაჟორიტარი, №50 საჩხერის საარჩევნო ოლქი, საინიციატივო ჯგუფი, აგრარულ საკითხთა კომიტეტის და ფრაქცია „დამოუკიდებელი მაჟორიტარების“ თავმჯდომარის მოადგილე (2004-2007), ფრაქცია „ჩვენი საქართველო“-ს თავმჯდომარე (2007-2008).


წყარო

საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები