გეორგიევსკის ტრაქტატი 1783

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გეორგიევსკის ტრაქტატი 1783 - ხელშეკრულება რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, დადებული 24 ივლისს (4 აგვისტოს) რუსულ ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდილოეთ კავკასია).

ტრაქტატს ხელი მოაწერეს რუსეთის მხრიდან გენერალმა პავლე პოტიომკინმა, ქართლ-კახეთის, მხრიდან ივანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ.

გეორგიევსკის ტრაქტატით რუსეთი აღიარებდა ქართლ-კახეთის სამეფოს ავტონომიას და ვალდებულებას იღებდა დახმარებოდა მას გარეშე მტრებთან ბრძოლაში. ქართლ-კახეთის მეფე, თავის მხრივ, აღიარებდა რუსეთის იმპერატორის უზენაესობას და აღუთქვამდა მას ერთგულებას;

აღმოსავლეთ საქართველოს საგარეო ურთიერთობები უნდა შეჯერებულიყო რუსეთის ინტერესებთან. გ.ტ. „საუკუნოდ” დადებულ „მეგობრობის პირობად” ცხადდებოდა. მასში ცვილებების შეტანა შეიძლებოდა მხოლოდ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. მაგრამ ეს პირობები რუსეთის მხარემ არ შეასრულა.

1795 წელს დაუშვეს ირანის მბრძანებლის აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე, ხოლო შემდეგ, იმპერატორების პავლე I-ისა და ალექსანდრე I-ის 1800 და 1801 წლების. მანიფესტებით, გამოცხადდა ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება და აღმოსავლეთ საქართველოს შეერთება რუსეთის იმპერიასთან.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები