გერმანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დროშა

გერმანია - (Bundesrepublik Deutschland – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. მდებარეობს ევროპის შუა ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება დანია, ჩრდილოეთის და ბალტიის ზღვები, რომლებიც შეერთებულია კილის არხით; სამხრეთ-აღმოსავლეთით - ჩეხეთი, აღმოსავლეთით - პოლონეთი, სამხრეთით - ავსტრია და შვეიცარია, დასავლეთით - საფრანგეთი, ლუქსემბურგი, ბელგია და ნიდერლანდი.

ფართობი - 357 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 82,8 მლნ. კაცი (2012), 94% - გერმანელები.

სახელმწიფო ენა - გერმანული.

დედაქალაქი - ქ. ბერლინი.

ადმინისტრაციულად იყოფა 30-მდე მიწად (ოლქად).

სახელმწიფოს მეთაურია პრეზიდენტი, საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შემდგარი ბუნდესტაგისა და ბუნდესრატისგან, აღმასრულებელი - ფედერალური მთავრობა ფედერალური კანცლერის ხელმძღვანელობით.

თანამედროვე სახით გერმანია ჩამოყალიბდა 1990 წლის 3 ოქტომბერს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გაერთიანებით. გერმანია არის ნატოს წევრი ქვეყანა.

გერმანია განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა. უკავია ერთ-ერთი მოწინავე ადგილი მსოფლიოშო სამრეწველო წარმოებით, არის კაპიტალის მსხვილი ექსპორტიორი.

სამხედრო მრეწველობა უშვებს ტანკებს, საბრძოლო ჯავშნიან მანქანებს, ზალპური ცეცხლის რეაქტიულ სისტემებს, მრავალმიზნობრივ თვითმფრინავებს, ავიაგამანდგურებლებს, ყველა ტიპის ვერტმფრენს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავებს, დიზელის წყალქვეშა ნავებს, სარაკეტო ფრეგატებს, სანაღმე-სატრალავ ხომალდებს, სარაკეტო კატარღებს, საზენიტო მართვად რაკეტებს, საარტილერიო-ცეცხლსასროლ იარაღს. სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი რაოდენობა გადის ექსპორტზე.

სოფლის მეურნეობა ინტენსიური და მაღალპროდუქტიულია, უზრუნველყოფს საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნებს კვების პროდუქტებზე 90%-ით.

მთავარი საზღვაო პორტებია: ჰამბურგი, ბრემენი, ლუბეკი, ვილჰელმსჰაფენი, როსტოკი.

საერთაშორისო აეროპორტებია: შიონეფჰელდი, ტემპლ-ჰოპი (ბერლინი), კელნი, ბონი, მაინის ფრანკფურტი, დიუსელდორფი, ჰამბურგი, ჰანოვერი, ლაიფციგი, მიუნხენი, ნიურნბერგი, შტუტგარტი.

შეიარაღებული ძალები შედგება სახმელეთო ჯარებისაგან, საჰაერო და საზღვაო ძალებისგან, საერთო რაოდენობა 250,6 ათ. კაცი (2012).

სახმელეთო ჯარები 163,9 ათ., შეიცავს სამ საარმიო კორპუსს, 4 სატანკო, 2 მოტოქვეით და 1 სამთოქვეით დივიზია, 26 ბრიგადას, 8 საარტილერიო პოლკს, საჰაერო თავდაცვის 7 პოლკს, 8 სადაზვერვო ბატალიონს, სახმელეთო ჯარების შეიარაღებაშია დაახლოებით 3250 ტანკი, 2100 ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 3700 ჯავშანტრანსოპორტიორი, 3200 ქვემეხი, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემა და ნაღმსატყორცნი, 2435 ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო სისტემა. 1700-ზე მეტი საზენიტო ქვემეხი, 140 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, 620 ვერტმფრენი.

სამხედრო-საჰაერო ძალები 62,3 ათ. კაცი, 23 ესკადრილია, საზენიტო-სარაკეტო დივიზიონი 26 ბატალიონი, საბრძოლო თვითმფრინავი 445.

სამხედრო-საზღვაო ძალებს 24,4 ათ. კაცი, 16 წყალქვეშა ნავი, 55 წყალზედა ხომალდი, 47 საბრძოლო კატარღა, საზღვაო-საავიაციო 53 საბრძოლო თვითმფრინავი, 17 საბრძოლო ვერტმფრენი.

დაკომპლექტება ხორციელდება შერეული პრინციპით, გაწვევით სამსახურის ვადა 9 თვეა, დაქირავებით - 10 - 23 თვე. მომზადებული რეზერვი - 162 ათ. კაცი.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები