გვაზავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გიორგი გვაზავა''' '''გიორგი გვაზავა''' – (დ. 1868, დ. ს...)
 
(2 მომხმარებლების 17 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.)
ხაზი 1: ხაზი 1:
[[ფაილი:Gvazava 2.jpg|thumb|'''გიორგი გვაზავა''']]
+
[[ფაილი:Giorgi gvazava.jpg|thumb|200პქ|'''გიორგი გვაზავა''']]
'''გიორგი გვაზავა''' (დ. 1868, . სუჯუნა).
+
'''გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე''' (დ. - 20.IV.1869, სოფ. სუჯუნა, სენაკის მაზრ. - გ. - 20.I.1941, პარიზი) - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი.  
  
==განათლება==
+
====ბიოგრაფია====
დაასრულა 1889 წ. თბილისის მე 2 გიმნაზია ოქროს მედალით და იმავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში; დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. ერთ წელიწადს დარჩა პარიჟში, როგორც თავისუფალი მსმენელი სორბონის უნივერსიტეტისა.  
+
პირველდაწყებითი განათლება ნოქალაქევსა და მარტვილში მიიღო, შემდეგ სწავლა [[თბილისი]]ს სასულიერო სემინარიასა და მეორე გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის ოქროს მედალზე  დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო „კავკასიის სტიპენდიატი“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 1892-1893 წლებში მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგის“ შექმნაში.  
  
==განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები==
+
1895 სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა „საქართველოს ავტონომიის სტატუტი“, 1905-1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს გიორგი გვაზავა იყო გაზეთ „ავტონომიური საქართველოს“ დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“ (აქტიური თანამშრომლები: [[ჩერქეზიშვილი ვარლამ|ვ. ჩერქეზიშვილი]] და [[წერეთელი მიხეილ (მიხაკო)|მ. წერეთელი]]). გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წელს ჩავიდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის დელეგატებს გადაეცათ მისივე მონაწილეობით შედგენილი „საქართველოს ხალხის მემორანდუმი”. 1910 ჟურნალ „ერის“ ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია „ჩეხია“, რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ „სახელმწიფოში არსებული წესწყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის“ გიორგი გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა.
დაბრუნდა საქართველოში 1895 წელს, ჩაეწერა ნაფიც-ვექილთა წოდებაში და იღებდა აგრეთვე მონაწილეობას ქართულ მწერლობაში და საზოგადო მოღვაწეობაში. 1905 წელს მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსებაში; 1907 წელს იყო ჰააგის კონფერენციაზე, სადაც შეტანილი იყო განსახილველად [[საქართველო|საქართველოს]] საერთაშორისო უფლების საკითხი. 1910 . ერთი საგაზეთო წერილის გამო, სასამართლომ გადაუწყვიტა ერთი წელიწადი ციხეში დაეპატიმრებინა; უკანასკნელ დროს იყო წევრი [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერ-კავკასიის სეიმისა]] და საზავო დელეგაციებისა ტრაბიზონში, ბათუმში და სტამბოლში. ეხლა წევრია საქართველოს პარლამენტისა და თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა.
+
 
 +
1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 შედიოდა ოზაკომთან ([[ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი]]) შექმნილი ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1918 იყო [[ამიერკავკასიის სეიმი|ამიერკავკასიის სეიმის]] წევრი, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონისა და ბათუმის მოლაპარაკებებში [[ამიერკავკასია|ამიერკავკასიასა]] და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთს]] შორის. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე - „საქართველოს ავტონომიის შესახებ“, რომელზეც მიღებულ იქნა დადგენილება: „უნდა დამყარდეს პოლიტიკური [[ავტონომია]] (თვითკანონმდებლობა) დემოკრატიულ რესპუბლიკურ საფუძველზე აგებული“. ყრილობამ გიორგი გვაზავა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი მას პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა დააკისრა. იყო [[საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო|საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსა]] და მისი აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო [[საქართველოს ეროვნული ყრილობა|საქართველოს ეროვნული ყრილობის]] მუშაობაში, აირჩიეს [[საქართველოს ეროვნული საბჭო|ეროვნული საბჭოსა]] და მისი აღმასკომის წევრად. 1919 წლიდან იყო [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|საქართველოს დამფუძნებელი კრების]] დეპუტატი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საკონსტიტუციო კომისია|საკონსტიტუციო კომისიის]] წევრი და მდივანი, [[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის კონსტიტუცია|კონსტიტუციის]] სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.
 +
 
 +
1921 წლიდან გიორგი გვზავა [[ემიგრაცია]]შია და გვევლინება საქართველოს უფლებათა თავდადებულ დამცველად. პარიზში დასახლების შემდეგ იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939 წლებში ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალ „[[პრომეთე (ჟურნალი)|პრომეთეს]]“. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის რასინის „მითრიდატის“, [[ესქილე]]ს „მიჯაჭვული პრომეთეს“ და სხვ. თარგმანები. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ (პროზაული ვარიანტი). იყო ქართული ეროვნული ცენტრის წევრი, ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. როდესაც ემიგრაციაში ედპ რამდენიმე ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ ჯგუფს სათავეში ედგა გიორგი გვაზავა. მისი რედაქტორობით 1929-1935 წლებში პარიზში გამოდიოდა „საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო“ - გაზეთი „[[საქართველო (გაზეთი)|საქართველო]]“. წერდა ფსევდონიმებით: „Politicys“, „X“, „გ. გ“, „მეთვალყურე“, „მკითხველი“, „სტამბოლელი“, „წკიპურტი“. ჰყავდა მეუღლე - ნინო ჩერქეზიშვილი (ვ. ჩერქეზიშვილის ძმისშვილი) და ორი შვილი - მზია და ჯამლეთი. დაკრძალულია პარიზში, ბატინიოლის სასაფლაოზე.
 +
 
 +
::::::::::::::::::::::::::::::::'''''ოთარ ჯანელიძე'''''
 +
 
 +
==ლიტერატურა==
 +
*გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. მეორე, თბ., 1993;
 +
*ქართველები უცხოეთში: წგნ. I (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
 +
*ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.
  
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
==იხილეთ აგრეთვე==
 
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/12/ ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა]
 
* [http://www.nplg.gov.ge/emigrants/ka/12/ ქართველები უცხოეთში. ბიოგრაფიები და მოღვაწეობა]
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000995/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 
* [http://www.nplg.gov.ge/bios/ka/00000995/ ბიოგრაფიული ლექსიკონი]
 +
*[https://civiledu.wordpress.com/2019/05/14/%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98/ გიოგრგი გვაზავა]
 +
 +
== წყარო ==
 +
[[საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი]]
  
==წყარო==
+
[[კატეგორია:ქართველი პოლიტიკოსები]]
[[საქართველოს ეროვნული არქივი]]
+
[[კატეგორია:ქართველი იურისტები]]
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]][[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
+
[[კატეგორია:ქართველი პუბლიცისტები]]
 +
[[კატეგორია:ქართველი მთარგმნელები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 +
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრები]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
 
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]
[[კატეგორია:პერსონალიები]]
+
[[კატეგორია:საქართველოს საკონსტიტუციო კომისიის წევრები]]
 +
[[კატეგორია:1919-1921 წლების საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:გვაზავები]]

00:00, 8 სექტემბერი 2020-ის ვერსია

გიორგი გვაზავა

გვაზავა გიორგი ბეჟანის ძე (დ. - 20.IV.1869, სოფ. სუჯუნა, სენაკის მაზრ. - გ. - 20.I.1941, პარიზი) - პოლიტიკური მოღვაწე, იურისტი, პუბლიცისტი, მთარგმნელი, საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

სარჩევი

ბიოგრაფია

პირველდაწყებითი განათლება ნოქალაქევსა და მარტვილში მიიღო, შემდეგ სწავლა თბილისის სასულიერო სემინარიასა და მეორე გიმნაზიაში გააგრძელა. გიმნაზიის ოქროს მედალზე დამთავრებისთანავე, 1889 წელს შევიდა მოსკოვის საიმპერატორო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, იყო „კავკასიის სტიპენდიატი“. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პარიზში გაემგზავრა და ერთი წლის განმავლობაში იყო სორბონის უნივერსიტეტის თავისუფალი მსმენელი. 1892-1893 წლებში მონაწილეობა მიიღო ქართული სტუდენტური გაერთიანება „თავისუფლების ლიგის“ შექმნაში.

1895 სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა ადვოკატად, ეწეოდა აქტიურ საზოგადოებრივ და სამწერლო მოღვაწეობას, თანამშრომლობდა ქართულ და რუსულ პრესაში. 1905 წელს შეადგინა „საქართველოს ავტონომიის სტატუტი“, 1905-1906 წლებში აქტიურად მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ფუძემდებლური დოკუმენტების შემუშავებაში, თუმცა მაშინ პარტიის დაარსება ვერ მოხერხდა. 1906 წელს გიორგი გვაზავა იყო გაზეთ „ავტონომიური საქართველოს“ დაარსების ინიციატორი, მაგრამ გამოცემის სახელწოდებას დიდი წინააღმდეგობა შეხვდა და საქმე ჩაიშალა. 1907 წელს მისი რედაქტორობით დაფუძნდა ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების რუსულენოვანი ყოველკვირეული გაზეთი „Грузинская мысль“ (აქტიური თანამშრომლები: ვ. ჩერქეზიშვილი და მ. წერეთელი). გაზეთი პირველივე ნომრის გამოცემისთანავე ცენზურამ აკრძალა, ხოლო რედაქტორი გადაასახლეს. 1907 წელს ჩავიდა ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომლის დელეგატებს გადაეცათ მისივე მონაწილეობით შედგენილი „საქართველოს ხალხის მემორანდუმი”. 1910 ჟურნალ „ერის“ ფურცლებზე დაიბეჭდა მისი წერილების სერია „ჩეხია“, რომელიც ცალკე ბროშურადაც გამოიცა. ამ „სახელმწიფოში არსებული წესწყობილების დარღვევისაკენ მიმართული თხზულების გავრცელებისათვის“ გიორგი გვაზავას ერთი წლით მეტეხის ციხეში ჩასმა მიესაჯა.

1917 წელს რუსულ ენაზე გამოსცა ნაშრომი „საქართველო საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით“, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის მართლზომიერებას ასაბუთებდა. 1917 შედიოდა ოზაკომთან (ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი) შექმნილი ეროვნებათა საბჭოს შემადგენლობაში. 1918 იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი, მონაწილეობა მიიღო ტრაპიზონისა და ბათუმის მოლაპარაკებებში ამიერკავკასიასა და ოსმალეთს შორის. იყო ედპ-ის საორგანიზაციო მთავარი კომიტეტის წევრი. პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე, როგორც ყრილობის თავმჯდომარის მოადგილე, პრეზიდიუმში აირჩიეს. მოხსენებით გამოვიდა ყრილობის პირველ საკითხზე - „საქართველოს ავტონომიის შესახებ“, რომელზეც მიღებულ იქნა დადგენილება: „უნდა დამყარდეს პოლიტიკური ავტონომია (თვითკანონმდებლობა) დემოკრატიულ რესპუბლიკურ საფუძველზე აგებული“. ყრილობამ გიორგი გვაზავა პარტიის მთავარი კომიტეტის წევრად აირჩია, მთავარმა კომიტეტმა კი მას პრეზიდიუმის წევრობა და პარტიის თავმჯდომარის მოადგილეობა დააკისრა. იყო საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრი. 1917 წლის ნოემბერში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული ყრილობის მუშაობაში, აირჩიეს ეროვნული საბჭოსა და მისი აღმასკომის წევრად. 1919 წლიდან იყო საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი, ედპ-ის საპარლამენტო ფრაქციის ლიდერი, საკონსტიტუციო კომისიის წევრი და მდივანი, კონსტიტუციის სარედაქციო კომისიის წევრი, ასევე შედიოდა კრების (პარლამენტის) სარეგლამენტო და საგარეო საქმეთა კომისიებში. 1920 გამოსცა ნაშრომი „ძირითადი პრინციპები საკონსტიტუციო უფლებისა“.

1921 წლიდან გიორგი გვზავა ემიგრაციაშია და გვევლინება საქართველოს უფლებათა თავდადებულ დამცველად. პარიზში დასახლების შემდეგ იყო „პრომეთეს“ ლიგის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1926-1939 წლებში ფრანგულ ენაზე გამოსცემდა ჟურნალ „პრომეთეს“. ეწეოდა მთარგმნელობით მუშაობას. მის კალამს ეკუთვნის რასინის „მითრიდატის“, ესქილეს „მიჯაჭვული პრომეთეს“ და სხვ. თარგმანები. 1938 წელს პარიზში გამოიცა მის მიერ ფრანგულად თარგმნილი „ვეფხისტყაოსანი“ (პროზაული ვარიანტი). იყო ქართული ეროვნული ცენტრის წევრი, ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი და თავმჯდომარე. როდესაც ემიგრაციაში ედპ რამდენიმე ჯგუფად დაიშალა, ერთ-ერთ ჯგუფს სათავეში ედგა გიორგი გვაზავა. მისი რედაქტორობით 1929-1935 წლებში პარიზში გამოდიოდა „საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთული კომიტეტის ორგანო“ - გაზეთი „საქართველო“. წერდა ფსევდონიმებით: „Politicys“, „X“, „გ. გ“, „მეთვალყურე“, „მკითხველი“, „სტამბოლელი“, „წკიპურტი“. ჰყავდა მეუღლე - ნინო ჩერქეზიშვილი (ვ. ჩერქეზიშვილის ძმისშვილი) და ორი შვილი - მზია და ჯამლეთი. დაკრძალულია პარიზში, ბატინიოლის სასაფლაოზე.

ოთარ ჯანელიძე

ლიტერატურა

  • გ. შარაძე, უცხოეთის ცის ქვეშ, წგნ. მეორე, თბ., 1993;
  • ქართველები უცხოეთში: წგნ. I (რ. დაუშვილი, გ. კალანდაძე, რ. კობახიძე, გ. ჯაფარიძე, თ. ტარტარაშვილი), თბ., 2012;
  • ო. ჯანელიძე, ნარკვევები საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ისტორიიდან, თბ., 2002.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები