გვაზავა გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფაილი:Gvazava 2.jpg
გიორგი გვაზავა

გიორგი გვაზავა – (დ. 1868, დ. სუჯუნა).

სარჩევი

განათლება

დაასრულა 1889 წ. თბილისის მე 2 გიმნაზია ოქროს მედალით და იმავე წელს შევიდა მოსკოვის უნივერსიტეტში; დაასრულა იურიდიული ფაკულტეტი და გაემგზავრა საზღვარგარეთ. ერთ წელიწადს დარჩა პარიჟში, როგორც თავისუფალი მსმენელი სორბონის უნივერსიტეტისა.

განვლილი ცხოვრების მთავარი ეტაპები

დაბრუნდა საქართველოში 1895 წელს, ჩაეწერა ნაფიც-ვექილთა წოდებაში და იღებდა აგრეთვე მონაწილეობას ქართულ მწერლობაში და საზოგადო მოღვაწეობაში. 1905 წელს მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა ეროვნულ-დემოკრატიულ პარტიის დაარსებაში; 1907 წელს იყო ჰააგის კონფერენციაზე, სადაც შეტანილი იყო განსახილველად საქართველოს საერთაშორისო უფლების საკითხი. 1910 წ. ერთი საგაზეთო წერილის გამო, სასამართლომ გადაუწყვიტა ერთი წელიწადი ციხეში დაეპატიმრებინა; უკანასკნელ დროს იყო წევრი ამიერ-კავკასიის სეიმისა და საზავო დელეგაციებისა ტრაბიზონში, ბათუმში და სტამბოლში. ეხლა წევრია საქართველოს პარლამენტისა და თავმჯდომარე ეროვნულ-დემოკრატების ფრაქციისა.

იხილეთ აგრეთვე

წყარო

საქართველოს ეროვნული არქივი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები