გველესიანი გრიგოლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გველესიანი გრიგოლ“ გადაიტანა გვერდზე „გრიგოლ გველესიანი“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გრიგოლ გველესიანი“ გადაიტანა გვერდზე „გველესიანი გრიგოლ“ გად...)

18:11, 18 იანვარი 2019-ის ვერსია

გველესიანი გრიგოლ ივანეს ძე (18.IX.1870, ქ. ქუთაისი - 17.I.1926, ქ. თბილისი) - იურისტი, სოციალ-ფედერალისტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ბიოგრაფია

საშუალო განათლება ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიიღო. 1895 წარჩინებით დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. ახალგაზრდობიდანვე ეწეოდა პუბლიცისტურ საქმიანობას, აქვეყნებდა წერილებს ივერიაში. იყო ქუთაისის ქალაქის საბჭოს წევრი. 1905 აირჩიეს ქუთაისის ქალაქისთავის მოადგილედ. სწავლობდა პარიზის სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში.

1918 წლდან მუშაობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაში, იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო საკასაციო დეპარტამენტში.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში. მუშაობდა საბჭოთა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები