გიორგი მეთერთმეტე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 21 ნოემბერი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი XI - ქართლის მეფე 1676–88 და 1703–09 წლებში, ვახტანგ V-ის ძე. მისი მეფობის პირველი პერიოდი ხასიათდება ირანთან ურთიერთობის გამწვავებით.

1688 წელს გიორგი XI აუჯანყდა შაჰს და თავიდან წარმატებით ებრძოდა ქართლში შემოჭრილ ყიზილბაშებს. მიუხედავად ამისა, ფეოდალთა ნაწილის ღალატის გამო იგი დამარცხდა და იძულებული გახდა იმერეთისთვის შეეფარებინა თავი. ქართლის მმართველად შაჰმა ერეკლე I დანიშნა. ამასობაში ირანის წინააღმდეგ განმათავისუფლებელი ბრძოლა გაძლიერდა ავღანელ ტომებშიც; განსაკუთრებით აქტიურობდნენ ყანდაარის ოლქში მცხოვრები ღილზაები.

შაჰ-ჰუსეინმა გადაწყვიტა შერიგებოდა გიორგი XI-ს და დაუბრუნა მას ქართლი, რათა მისი სამხედრო გამოცდილება და ბრძოლისუნარიანი ქართული ჯარი გამოეყენებინა ავღანელთა წინააღმდეგ. გიორგი XI დათანხმდა ამ წინადადებას. ქართულ-ირანული ჯარებით იგი ავღანეთში შეიჭრა, დაამარცხა აჯანყებულები და ყანდაარის ოლქი დაიმორჩილა, მაგრამ 1709 წელს ღალატით იქნა მოკლული ღილზაების ბელადის – მირეისის მიერ.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები