გიორგი I

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გიორგი პირველი - სრულიად საქართველოს მეფე 1014-1027 წლებში. ბაგრატ მესამის ძე. ქართლის მატიანე მას უწოდებს „ახოვან და ყოვლადუშიშ ვითარცა უხორცოს“.

გამეფების წელს გიორგი პირველს განუდგა კახეთ-ჰერეთი. 1014-1016 წლებში მეფე გიორგიმ დაიბრუნა ბიზანტიის კეისრის ბასილ მეორის მიერ მიტაცებული ტაო-ბასიანის მხარე. ბიზანტიასთან შემდგომში ბრძოლისათვის მეფე გიორგი კავშირს ეძებდა ეგვიპტის ხალიფა ალ-ჰაქიმთან. კავშირი არ შედგა. 1021 წელს სოფელ შირიმთასთან ქართველები ბიზანტიასთან ომში დამარცხდნენ. მომდევნო წელს ბიზანტიის კეისარმა ქართველებთან საბრძოლველად რუსები გამოიყვანა. ეს იყო პირველი შეტაკება რუსებსა და ქართველებს შორის, რომელიც ქართველების დამარცხებით დამთავრდა. 1022 წელს დაიდო ზავი საქართველოსა და ბიზანტიას შორის. ბიზანტიელებმა მძევლად წაიყვანეს გიორგი პირველის ვაჟი ბაგრატი, შემდგომში - ბაგრატ მეოთხე.

გიორგი პირველი გარდაიცვალა ოცდახუთი წლისა 1027 წელს, გამეფდა თორმეტი წლის და იმეფა 13 წელიწადი.

გიორგი პირველს მეორე ცოლიც ჰყოლია ოვსეთში ოვსთა მეფის ასული ალდე, რომლისაგანაც ეყოლა დემეტრე. დემეტრეს შტოსაგან მეექვსე თაობა იყო თამარ მეფის ქმარი დავით სოსლანი.



წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები