გიორგი IV ლაშა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გიორგი IV ლაშა. 1250-1222 წ.

გიორგი მეოთხე ანუ ლაშა გიორგი - საქართველოს მეფე 1250-1222 წლებში, თამარ მეფის ძე („ლაშა“ აფხაზურად ნიშნავს განმანათლებელს, ქვეყნისა მანათობელს. იგი ცნობილია როგორც ლაშა-გიორგი).

1206 წელს, დავით სოსლანის სიკვდილის შემდეგ, თორმეტი წლის გიორგი თამარმა დაისვა თანამოსაყდრე მეფედ. 1210 წელს, თამარის გარდაცვალების შემდეგ, შეიქმნა საქართველოსა და კავკასიის ხალხთა ერთიანი სახელმწიფოს მეფე.

გამეფებისთანავე გიორგის განუდგა განძის ათაბაგი, მაგრამ გიორგიმ იგი მაშინვე დაიმორჩილა და დიდი ხარკი დაადო. ასევე 1219-1220 წლებში გიორგიმ ხელახლა დაიმორჩილა და დახარკა მრავალი ქალაქი და ოლქი.

ლაშა-გიორგი დიდი სახელით სარგებლობდა ევროპაში. უწოდებდნენ „ქრისტიანობის ბურჯს“, „ახალ ალექსანდრე მაკედონელს“ და სხვ. მიწვეულ იქნა ჯვაროსნულ ომში, რომის პაპის ჰონორიუს მესამის მიერ, მაგრამ ამ ლაშქრობაში ვერ წავიდა, რადგანაც ამ დროს მოულოდნელად საქართველოში შემოიჭრნენ მონღოლები. 1220 წელს გამართულ ბრძოლაში, რომელსაც გადამწყვეტი შედეგი არ მოჰყოლია, ლაშა დაიჭრა, დასნეულდა და გარდაიცვალა 1222 წელს.

გარეგნულად ლაშა-გიორგი იყო ძალიან მომხიბლავი, ახოვანი და სახიერი, ბუნებით მამაცი რაინდი, გულმოწყალე და დიდსულოვანი ხელმწიფე. იგი გამეფდა 17 წლისა, იმეფა 12 წელი, აღესრულა 29 წლისა და დაკრძალულია გელათს.






წყარო

  • ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები