გიორგი V

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეფე გიორგი ბრწყინვალე

გიორგი V ბრწყინვალე - საქართველოს მეფე 1314–46, დემეტრე II-ის ძე, ბექა ჯაყელის ასულის, ნათელასაგან.

გიორგი V ფრთხილი და გონიერი პოლიტიკოსი იყო, ნდობით სარგებლობდა მონღოლთა ილხანის კარზე, რამაც საშუალება მისცა გამოესწორებინა საქართველოს საშინაო მდგომარეობა;

1329 წელს მან შემოიერთა ლიხთიმერეთის სამეფო, ხოლო 1334 წელს ცენტრალური ხელისუფლების გავლენა განამტკიცა სამცხის საათაბაგოში. ამრიგად, აღდგა საქართველოს სახელმწიფოებრივი მთლიანობა.

1335 წელს ილხან აბუ საიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო საილხანოს სწრაფი დაშლა. გიორგი V-მ ისარგებლა შექმნილი სიტუაციით, საქართველოდან გააძევა მონღოლთა რაზმები და ქვეყანას ფაქტობრივი დამოუკიდებლობა დაუბრუნა.

გიორგი ბრწყინვალეს უყურადღებოდ არც საეკლესიო საქმეები დაუტოვებია. მან შეკრიბა ქართლისა და აფხაზეთის კათალიკოსები, სრულიად საქართველოს ეპისკოპოსები და შესაბამისი დადგენილება მიაღებინა. მან საქართველოს ფარგლებს გარეთაც განამტკიცა ქართული ეკლესიის უფლებები, კერძოდ - იერუსალიმში.

XIV ს-ში მონასტრებში კვლავ გაჩაღებულა შემოქმედებითი მუშაობა. ამ დროს შეიქმნა ორიგინალური ქართული თხზულებანი - ლუკა იერუსალიმელისა და ნიკოლოზ დვალის მარტვილობის შესახებ, შედგა კრებულები, შეგროვილი იქნა ხელნაწერები.

XIV ს-ში ქართველებს პეტრიწონის მონასტერიც მტკიცედ ეპყრათ. იმ დროს იქ ჯერ კიდევ ქართულენოვანი სასწავლებელი - სემინარია არსებობდა

საქართველოს წინაშე გაწეული დიდი ღვაწლისათვის შთამომავლობამ გიორგი V-ს „ბრწყინვალე” უწოდა. გიორგი ბრწყინვალე „კეთილი მეფობით მეფობდა“ 32 წელი. იგი თბილისში გარდაიცვალა 1346 წელს. დასაფლავებულია გელათში.

წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები