გნოსტიციზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
'''გნოსისი (გნოსტიციზმი)''' - მისტიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ქრისტიანობის, იუდაიზმისა და წარმართობის ელემენტებს შეიცავდა (IIV სს.). სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „მცოდნეობას“ (ბერძნ.). წარმოშობისთანავე რამდენიმე მიმდინარეობად დაიყო. არსებითი ნიშნებია: კაცობრიობის ორ ბანაკად დაყოფა: 1) ბუნებითად მცოდნეებად და მადლმოსილებად და 2) ბუნებითად არმცოდნეებად და მადლმოკლებულებად; ძველი აღთქმის იაჰვე და ახალი აღთქმის ღმერთი სხვადასხვაა, პირველი ბოროტია, მეორე - კეთილი; მატერიალური სამყარო ბოროტმა ღმერთმა შექმნა. ეკლესიამ ეს მიმდინარეობა II ს-ში ერესად გამოაცხადა და მისი მიმდევრები ანათემას გადასცა. მათ შორეულ მემკვიდრეებად თანამედროვე მკვლევარები ერაყში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფებს „მანდეისტებს“, იგივე „საბისტებს“, „იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ ასახელებენ.
+
'''გნოსისი (გნოსტიციზმი)''' - მისტიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ქრისტიანობის, იუდაიზმისა და წარმართობის ელემენტებს შეიცავდა (IIV სს.). სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „მცოდნეობას“ (ბერძნ.). წარმოშობისთანავე რამდენიმე მიმდინარეობად დაიყო. არსებითი ნიშნებია: კაცობრიობის ორ ბანაკად დაყოფა:
 +
 
 +
:1) ბუნებითად მცოდნეებად და მადლმოსილებად და  
 +
:2) ბუნებითად არმცოდნეებად და მადლმოკლებულებად;  
 +
 
 +
ძველი აღთქმის იაჰვე და ახალი აღთქმის ღმერთი სხვადასხვაა, პირველი ბოროტია, მეორე - კეთილი; მატერიალური სამყარო ბოროტმა ღმერთმა შექმნა. ეკლესიამ ეს მიმდინარეობა II ს-ში ერესად გამოაცხადა და მისი მიმდევრები ანათემას გადასცა. მათ შორეულ მემკვიდრეებად თანამედროვე მკვლევარები ერაყში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფებს „მანდეისტებს“, იგივე „საბისტებს“, „იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ ასახელებენ.
  
 
1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი.
 
1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი.

15:41, 29 მაისი 2017-ის ვერსია

გნოსისი (გნოსტიციზმი) - მისტიკურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ქრისტიანობის, იუდაიზმისა და წარმართობის ელემენტებს შეიცავდა (IIV სს.). სიტყვა-სიტყვით ნიშნავს „მცოდნეობას“ (ბერძნ.). წარმოშობისთანავე რამდენიმე მიმდინარეობად დაიყო. არსებითი ნიშნებია: კაცობრიობის ორ ბანაკად დაყოფა:

1) ბუნებითად მცოდნეებად და მადლმოსილებად და
2) ბუნებითად არმცოდნეებად და მადლმოკლებულებად;

ძველი აღთქმის იაჰვე და ახალი აღთქმის ღმერთი სხვადასხვაა, პირველი ბოროტია, მეორე - კეთილი; მატერიალური სამყარო ბოროტმა ღმერთმა შექმნა. ეკლესიამ ეს მიმდინარეობა II ს-ში ერესად გამოაცხადა და მისი მიმდევრები ანათემას გადასცა. მათ შორეულ მემკვიდრეებად თანამედროვე მკვლევარები ერაყში მცხოვრებ რელიგიურ ჯგუფებს „მანდეისტებს“, იგივე „საბისტებს“, „იოანე ნათლისმცემლის ქრისტიანებს“ ასახელებენ.

1946 წელს ნაგ ჰამადიში (ეგვიპტე) გნოსტიკური ბიბლიოთეკის აღმოჩენამ ხელი შეუწყო გნოსტიციზმის უფრო ღრმად შესწავლას, რომელიც მანამდე მხოლოდ ცალკეული ქრისტიანი მწერლების (ირენეოსი, იპოლიტე და სხვ.) მოწმობათა საშუალებით იყო ცნობილი.

სექტის წევრებს განსაკუთრებული ცოდნის ფლობაზე ჰქონდათ პრეტენზია. ისინი ასპარეზზე მასობრივად ჩვენი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეებში ჩანდნენ; დანაწილებული იყვნენ მრავალრიცხოვან და წვრილ-წვრილ სექტებად, რომელთაგან გამოირჩეოდნენ:

  1. სიმონიანელები,
  2. ნიკოლაიტები,
  3. მენანდრელები,
  4. კერინთოსიანელები,
  5. დოსითესიანელები,
  6. დოკეტისტები,
  7. კარპროკრატიანელები,
  8. მარკიონიტები,
  9. ვალენტინელები,
  10. ებიონიტები,
  11. სატურნინელები და სხ.

სახელწოდებათა უმრავლესობაში ასახულია ერესიარქების ვინაობა: ბასილიდ სირიელი, ვალენტინ ეგვიპტელი, კარპოკრატ ალექსანდრიელი და სხვა.

გნოსტიკოსები ემხრობიან ქრისტიანობის ისეთ ინტერპრეტაციას, რომელიც ნეოპლატონიზმითაა შთაგონებული. გნოსტიკოსთა აზრით, ქრისტე არის ღმერთისგან წარმოშობილი და მასზე მდაბალი ერთ-ერთი „ეონთაგანი“. გნოსტიციზმს უპირისპირდებიან წმ. ირენეოს ლიონელი და წმ. იპოლიტე რომაელი. ბერძნული ფილოსოფიის მთავარი მოწინააღმდეგეა ტერტულიანე (160-240 წწ.), რომელიც აღიარებს საგანთა და სამშვინველის შესწავლის მნიშვნელობას, მაგრამ ბერძნული ფილოსოფიისა და რწმენის გაერთიანებას ეწინააღმდეგება და მტკიცედ იცავს რწმენის ზერაციონალობას. ბერძნული ფილოსოფიის მიმართ ტერტულიანეს დამოკიდებულებას იზიარებს ციცერონის დიდი თაყვანისმცემელი ლაქტანციუსი, რომელიც უპირატესობას ანიჭებს რწმენის განმარტებას რომაული კულტურის მეშვეობით.

გნოსისა და რწმენის თანამშრომლობას ემსახურება ალექსანდრიის ქრისტიანული სკოლა, სახელგანთქმული დიდასკალიონი, სადაც გაიბრწყინეს კლიმენტი ალექსანდრიელმა და ორიგენემ. პირველმა მათგანმა სცადა, დაემტკიცებინა ტრადიციონალისტებისთვის, რომ რწმენას, მიუხედავად მისი, როგორც უმაღლესი ცოდნის უპირატესობისა ბერძნულ ფილოსოფიასთან მიმართებაში, მხოლოდ სარგებელს მოუტანს იმ დისციპლინათა შესწავლა, რომლებმაც დიდება და სახელი შესძინეს ბერძნულ ცივილიზაციას. იმავე აზრს იზიარებს ორიგენეც, რომელიც ამა თუ იმ დოგმის კვლევისას ზოგჯერ მეტისმეტად რაციონალურ განმარტებებს გვთავაზობს, რაც მთავარი მიზეზია ორიგენეს სწავლების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის გაჩაღებული კამათისა.



წყარო

  • პეტროზილო, პიერო. ქრისტიანობის ლექსიკონი/პიერო პეტროზილო; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. მერაბ ღაღანიძე; სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტი, ქრისტ. თეოლოგიისა და კულტ. ცენტრი]. - თბ.: სულხან-საბა ორბელიანის სასწ. უნ-ტის გამოც., 2011. - 434გვ.; 24სმ.. - ყდაზე: ბერნარდო დადი „ნეტარი ქალწული მარიამის გვირგვინით შემკობა“. - ISBN: 978-9941-0-3408-4
  • ფილოსოფიის ისტორია ტ.I/ შეადგინა ივან მარტინიმ M.I.; [იტალ. თარგმნა მარიკა სააკაშვილმა; რედ. ზაზა შათირიშვილი; სულხან-საბა ორბელიანის სახელ. თეოლ., ფილოს., კულტ. და ისტ. ინ-ტი] - [თბ., 2008]
  • პაპუაშვილი ნუგზარ მსოფლიო რელიგიები საქართველოში / [რედ.: სოზარ სუბარი] - თბ. : თავისუფლების ინ-ტი, 2002
  • რელიგიები საქართველოში : [კრებული / რედ. ზურაბ კიკნაძე, სტილის რედ. ლევან ბრეგაძე ; ფოტო: არჩილ ქიქოძე, ლევან ხერხეულიძე ; გამოც. პმგ ბექა მინდიაშვილი] ; საქ. სახალხო დამცველთან არსებ. ტოლერანტობის ცენტრი, საქ. სახალხო დამცვ. ბიბ-კა. - თბილისი, 2008. - 440 გვ.
პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები