გოგოლაძე კაპიტონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოგოლაძე კაპიტონ - (? - 1942) - ქართველი პოეტი, სოციალ-დემოკრატი, ეწეოდა აქტიურ ჟურნალისტურ საქმიანობას. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა სატირულ ჟურნალ „ეშმაკის მათრახში”. გარდა ამისა, იგი წერდა „მათრახში“, „მათრახი და სალამურში“, აგრეთვე, გაზეთ „კვალში”. აქტიურად იყო ჩაბმული პოლემიკაში ილია ჭავჭავაძესთან და მის მომხრეებთან. 1909-1915 წლებში იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბათუმის განყოფილების სარევიზიო კომისიის წევრი. მუშაობდა ბათუმის საურთიერთო ნდობის საზოგადოებაში მოანგარიშედ.

იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს წევრი.

ნოდარ ჩხაიძე


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 109.


წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

კაპიტონ ალექსის ძე გოგოლაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები