გოგუაძე ვლადიმერ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე

გოგუაძე ვლადიმერ (ვალოდია) (დ. - 1880, სოფ. ჭანჭათი, ოზურგეთის მაზრ. - გ. - 1954, ლევილი) - სამხედრო მოღვაწე, 1900-1902 წლებში მსახურობდა რუსულ ჯარში. 1903 წლდან ეწეოდა აქტიურ რევოლუციურ საქმიანობას. ითვლებოდა ერთ-ერთ საუკეთესო ტერორისტად და შიშის ზარს სცემდა მეფის რუსეთის მოხელეებს.

სარჩევი

ბიოგრაფია

1917 წლის რევოლუციის შემდეგ იწყებს აქტიურ სამხედრო სამსახურს გვარდიაში. დამოუკიდებლობის მოპოვებამდე მონაწილეობს თბილისის არსენალის დამცველი რუსული რაზმის განიარაღებაში, აყალიბებს ჯავშნოსანი მატარებლების რაზმს, მონაწილეობას იღებს კავკასიის ფრონტის რუსული არმიის კავკასიიდან გასვლის პროცესში. 1918 წლის 7 აპრილს (ძველი სტილით) მისი ჯავშანმატარებლის მანევრი უმთავრეს როლს თამაშობს ჩოლოქის ბრძოლაში და ოსმალური არმიის 37-ე დივიზიის დამარცხებაში, რის გამოც ვალოდიას რევოლუციის პირველი რაინდის წოდებას ანიჭებენ.

დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ მეთაურობდა სახალხო გვარდიის ჯავშანმატარებელთა რაზმს. პერიოდულად იყო რკინიგზის კომენდანტი. მონაწილეობდა დამოუკიდებლობის პერიოდში წარმოებულ ომებში, მისი რაზმი ქართული არმიის დამრტყმელ ძალას წარმოადგენდა. ამ რაზმში იბრძოდა მისი სამი ძმა: ნოე, მელენტი და ალფესი, რომელიც №4 ჯავშნოსანს მეთაურობდა. გოგუაძემ და მისმა რაზმმა ლეგენდარული მეომრების სახელი დაიმკვიდრეს რესპუბლიკის არსებობის პერიოდში. 1921 წლის 16 მარტს, როდესაც რუსეთ-საქართველოს ომის ბედი ასი პროცენტით გარკვეული იყო, ჯავშანმატარებელთა რაზმის მეთაურმა ვალოდია გოგუაძემ ნიგოეთიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას შემდეგი შინაარსის დეპეშა გაუგზავნა: „ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელ სისხლის წვეთამდის!

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ლევილის ქართულ მამულში.

დიმიტრი სილაქაძე

ლიტერატურა

  • სცსა. ფ. 2113, აღწ. 1, საქ. 70;
  • შ. ვადაჭკორია, ქართული ეპოსი და წამოზრდილი ლეგენდა (ვალოდია გოგუაძე). თბ., 2014;
  • ვ. გოგუაძე, მოგონებანი. პარ., 1963.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები