გოლგოთა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:55, 11 აგვისტო 2017-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
გოლგოთა - (ეტიმ. გვიანლათ. calvarium (მომდინარეობს გამოთქმიდან calvariae locus „თავის ქალის ადგილი“), კალკი არამ. სიტყვისა Gulgaltha.) სიტყვასიტყვით ნიშნავს „თავის ქალას“. ადგილი იერუსალემის გალავანს მიღმა, სადაც ჯვარს აცვეს იესო ქრისტე. არამეული სიტყვა Gulgaltha თავის მხრივ ნაწარმოებია ებრაულიდან Gulgoleth, – თავის ქალის ფორმის „გორაკი“. გადმოცემით იქ დასაფლავებულნი იყვნენ ადამისა და ევას თავის ქალები.
წყარო
- ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.