გონაშვილი დიმიტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე''' - (1880, სოფ. მირზაანი - 18.II.1938) - სოც...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გონაშვილი დიმიტრი“ გადაიტანა გვერდზე „დიმიტრი გონაშვილი“)

20:51, 18 იანვარი 2019-ის ვერსია

გონაშვილი დიმიტრი მიხეილის ძე - (1880, სოფ. მირზაანი - 18.II.1938) - სოციალ-დემოკრატი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი.

განათლება სასულიერო სასწავლებელში მიიღო. 1905 წლიდან გაწევრიანდა მენშევიკების ფრაქციაში.

1917 გონაშვილი სიღნაღის მაზრის კომისარი გახდა. 1919 წლის თებერვალში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად იქნა არჩეული საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიიდან.

საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ გონაშვილს საქართველო არ დაუტოვებია. 1923 წლდან ხდება კომუნისტური პარტიის წევრი. 1930 წლიდან სსრ „წითელ ჯვარში“ მუშაობას იწყებს დეზინფექტორად, შემდეგ (1937) მისი თავმჯდომარე ხდება. ამავე წელს მას ბრალი დასდეს ხალხის მტრებთან ურთიერთობაში და სიკვდილით დასაჯეს.

მანუჩარ გუნცაძე


ლიტერატურა

ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება, 1919. თბ., 2016.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

დიმიტრი გონაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები