გონებრივი ჩამორჩენილობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 27: ხაზი 27:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
 
[[ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები]]
[[კატეგორია:სამედიცინო ტერმინები]]
 
 
[[კატეგორია:ბავშვთა განვითარება]]
 
[[კატეგორია:ბავშვთა განვითარება]]
[[კატეგორია:ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტერმინები]]
 

16:52, 4 სექტემბერი 2018-ის ვერსია

გონებრივი ჩამორჩენილობა - (F70-F79), (mental retardation), შეჩერებული ან არასრული ფსიქიკური განვითარების კლინიკური მდგომარეობა, რომელიც იმ უნარების დარღვევით ხასიათდება, რაც განვითარების პერიოდში ვლინდება და გავლენას ახდენს ინტელექტის ზოგად დონეზე, ე.ი. კოგნიტიურ, მეტყველების, მოტორულ და სოციალურ შესაძლებლობებზე. გონებრივი ჩამორჩენილობა შეიძლება აღინიშნებოდეს ნებისმიერი სხვა ფსიქიკური ან სომატური დაავადებისას ან იზოლირებულად. ჩამორჩენილობის დახარისხება, ჩვეულებრივ, ხდება:

  1. ინტელექტის საზომი სტანდარტული ტესტებით, სადაც საშუალო შეფასებაა 100 და სტანდარტული გადახრა – 15 პუნქტი.
  2. კონკრეტულ გარემოში სოციალური ადაპტაციის შეფასების სკალით.

მაგრამ ყველა ეს მაჩვენებელი ჩამორჩენილობის დონის მხოლოდ მიახლოებულ წარმოდგენას ქმნის. დროის განმავლობაში ინტელექტუალური ფუნქციონირება და სოციალური ადაპტაცია შესაძლოა შეიცვალოს, მათ შორის, მომწიფების, ვარჯიშისა და სარეაბილიტაციო ღონისძიებების შედეგად გაუმჯობესდეს.


მსუბუქი (F70) (mild) მსუბუქი ჩამორჩენილობის დროს სკოლაში სწავლისას რიგი სიძნელეები აღინიშნება; შემდგომში, ბევრი მათგანი შეძლებს მუშაობას, სოციალური ურთიერთობების დამყარებასა და მათ შემდგომ გაგრძელებას, აგრეთვე საზოგადოე– ბისათვის სარგებლის მოტანას. სწავლება ზოგიერთ ასპექტში, შესაძლოა შენელებული იყოს და სისტემატურ ვარჯიშს მოითხოვდეს. IQ-ს მიახლოებითი დიაპაზონია 50-69 (მოზრდილებში – ფსიქიკური ასაკი 9-12 წ).

სარჩევი

ზომიერი

ზომიერი - (F71) (moderate) გამოხატულია განვითარების დაგვიანება ადრეულ ასაკში, მაგრამ ინდივიდების უმრავლესობას უნარი შესწევს მიაღწიოს დამოუკიდებლობის ისეთ დონეს, რომ საკუთარ თავს მოუაროს და, აგრეთვე, აითვისოს ადეკვატური კომუნიკაციური და ზოგიერთი სასკოლო უნარი. უფროსებს ცხოვრებისათვის და საზოგადოებაში მუშაობისათვის ესაჭიროებათ სხვადასხვა ხარისხის მხარდაჭერა. IQ-ს მიახლოებითი დიაპაზონია – 35-49 (მოზრდილებში – ფსიქიკური ასაკი 6-9 წ.)

მძიმე

მძიმე (F72) (severe) – სომატური და ორგანული დარღვევების მიუხედავად, შესაძლებელია წარმატებულად განხორციელდეს სასწავლო და რეაბილიტაციური ღონისძიებები. მიუხედავად ამისა, პაციენტებს ესაჭიროებათ მუდმივი მეთვალყურეობა და მხარდაჭერა. IQ-ს მიახლოებითი დიაპაზონია – 20-34 (მოზრდილებში – ფსიქიკური ასაკი 3-6 წ.)

ღრმა

ღრმა (F73) (profound) საკმაოდ შეზღუდულია საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობა, შარდის ბუშტის და კუჭის ფუნქციონირების კონტროლი, ურთიერთობა, გადაადგილება. ზოგჯერ სარეაბილიტაციო ტრენინგის შედეგად მიღწევადია გარკვეული ეფექტი. IQ-ს 20-ზე ნაკლებია (მოზრდილებში – ფსიქიკური ასაკი 3 წელზე ნაკლებია)

სინონიმ

  • ამენცია (საკამათო ტერმინი);
  • არასრულფასოვნება;
  • ფსიქიკური სუბნორმალობა;
  • ოლიგოფრენია.


წყარო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ფსიქიატრიის ლექსიკონები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები