გორიცა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:36, 24 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორიცააჭარაში გორიცა ზურგსაკიდი კალათი, პატარა, მომცრო გოდორი, წნული ჭურჭლის სახეობა იყო, რომელიც საქართველოს სხვა კუთხეშიც ფართოდ იყო გავრცელებული. იგი როგორც მარცვლეულის შესანახად, ისე სხვადასხვა სამეურნეო პროდუქტის გადასაზიდად გამოიყენებოდა.

აღმოსავლეთ საქართველოში მთიელები ჭირნახულს გოდრებში ინახავდნენ. აქ გოდორი ნაკელისა და ნაცრის ნაზავით იყო ამოლესილი. სქელი ძირი ჰქონდა, ზოგჯერ ფეხებზე იდგა, რომ არ დანესტიანებულიყო. ასეთი გოდრების სიმაღლე ორ მეტრამდე აღწევდა და ორმოც-ოთხმოც ფუთ მარცვლეულს იტევდა. ადრე შეძლებულ ოჯახს კარ-მიდამოში შვიდი-რვა გოდორი მაინც ედგა. დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის შესანახად თიხით შელესილი გოდრები იყო წარმოდგენილი. შესაძლებელია ითქვას, რომ ფიცრის ფსკერიანი შელესილი გოდორი, როგორც მარცვლეულის შესანახი სათავსო, საქართველოს თითქმის ყველა კუთხისათვის იყო დამახასიათებელი. ასევე ითქმის სხვადასხვა სიდიდის შეულესავი გოდრების შესახებაც, რომლებიც ასევე სხვადასხვა სამეურნეო საქმიანობისთვის იყო განკუთვნილი.

გოდრის სახეები იყო: ხევსურეთში − გუჯინა, კახეთში პატარა გოდორი, ზურგზე მოსაკიდი − გოდრულა, ქართლში − გოგროხა, დიდი გოდორი, ასევე ქართლში, კერძოდ, ქსანში − გოდრულა, გურიასა და აჭარაში ყურძნის შესანახი − გოდორა, გურიაში თევზის საჭერი გოდორი − გორიცა.

თედო სახოკია: აქ „შეხვდებით ჩადრში გახვეულ ქალებს, რომელთაც ზურგზე გორიცა (ზურგსაკიდი კალათა) აქვთ მოკიდებული და შინისაკენ სიმინდი და ხილი მიაქვთ”.



ლიტერატურა

მგელაძე, 1966; ქართული მატერიალური კულტურის...

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები