გორჯოლო ყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 12: ხაზი 12:
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა]]
 
[[კატეგორია:აჭარული სამზარეულო]]
 
[[კატეგორია:აჭარული სამზარეულო]]
[[კატეგორია:ყველის სახეობები]]
+
[[კატეგორია: რძის პროდუქტები]]
 +
[[კატეგორია: ქართული ყველის სახეობები]]
 +
[[კატეგორია:საკვები პროდუქტები]]

15:42, 24 იანვარი 2020-ის ვერსია

გორჯოლო ყველი − მდარე ხარისხის ნაღებმოხდილი რძიდან შემზადებული ყველი.

ყველი ამოსაყვანად კვეთს არ ხმარობდნენ, ჭურჭელში რძეს მის გარეშე ამჟავებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე, დაახლოებით, ორ-ექვს დღეს გრძელდებოდა, ყველი შედგებოდა და შედედებულ რძეს ჭურჭელში − ქვაბში ჩაასხამდნენ, შემდეგ ცეცხლზე შედგამდნენ, ნელ ცეცხლს შეუკეთებდნენ, ციცხვით შეურევდნენ, რათა რძე ქვაბში ყველგან თანაბრად გამთბარიყო. ერთ საათში ქვაბს თავზე გორჯოლო ყველი მოადგებოდა. როცა ყველი „ქვაბს მოცურდებოდა” − ზევით ამოიწევდა, ცხელ გორჯოლოს ციცხვით ამოიღებდნენ, სპილენძის სუზგში − თუშფალანგში გადაიტანდნენ და გაწურავდნენ. ბოლოს მასას ჩახვში − თოფრაში ჩაასხამდნენ, შრატისაგან გაწურავდენ და ყველიც მზად იყო.



ლიტერატურა

შამილაძე, 1969:138, 140; ნიჟარაძე, 1971:148.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები