გორჯოლო ყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გორჯოლო ყველი − მდარე ხარისხის ნაღებმოხდილი რძიდან შემზადებული ყველი.

ყველი ამოსაყვანად კვეთს არ ხმარობდნენ, ჭურჭელში რძეს მის გარეშე ამჟავებდნენ. ეს პროცესი რამდენიმე, დაახლოებით, ორ-ექვს დღეს გრძელდებოდა, ყველი შედგებოდა და შედედებულ რძეს ჭურჭელში − ქვაბში ჩაასხამდნენ, შემდეგ ცეცხლზე შედგამდნენ, ნელ ცეცხლს შეუკეთებდნენ, ციცხვით შეურევდნენ, რათა რძე ქვაბში ყველგან თანაბრად გამთბარიყო. ერთ საათში ქვაბს თავზე გორჯოლო ყველი მოადგებოდა. როცა ყველი „ქვაბს მოცურდებოდა” − ზევით ამოიწევდა, ცხელ გორჯოლოს ციცხვით ამოიღებდნენ, სპილენძის სუზგში − თუშფალანგში გადაიტანდნენ და გაწურავდნენ. ბოლოს მასას ჩახვში − თოფრაში ჩაასხამდნენ, შრატისაგან გაწურავდენ და ყველიც მზად იყო.



ლიტერატურა

შამილაძე, 1969:138, 140; ნიჟარაძე, 1971:148.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები