გოხარჭალაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
 
ხაზი 1: ხაზი 1:
 
'''გოხარჭალაფა''' – ავსულთა და მავნე არსებათა განდევნის მეგრული წეს-ჩვეულება; სრულდებოდა [[დიდი ხუთშაბათი|დიდ ხუთშაბათს]]. წინა საღამოს „მეშურბუმედ“ (უბრად მყოფი) – [[რიტუალი]]ს მთავარ შემსრულებლად – არჩეული ქალი (უპირატესად ქალიშვილი), ვახშმობის შემდეგ, [[თითისტარი|თითისტარზე]] მატყლს დაართავდა (ამ დროიდან ლაპარაკის უფლება არ ქონდა), ღამე მალულად ადგებოდა და ოჯახის მძინარე წევრებს ნართს ფეხზე შეაბამდა. დილაადრიან, ყველაზე უწინარეს ამდგარი „მეშურბუმე“ სპილენძის [[ტაშტი|ტაშტზე]] ან [[ქვაბი|ქვაბზე]] ჯოხს ურტყამდა და მთელ ოჯახს აღვიძებდა. ყველანი ადგებოდნენ (ცდილობდნენ, „მეშურბუმეს“ სიტყვა დასცდენოდა, მაგრამ ამაოდ) და ხმაურს ასტეხდნენ: ზოგი – აბრახუნებდა, ზოგი – უსტვენდა, ზოგიც – [[სალამური|სალამურზე]] ან [[ფანდური|ფანდურზე]] უკრავდა და ა. შ. მთელი ეს პროცესია ეზოში ხმაურითა და ყიჟინით გამოეფინებოდა, გარშემოულიდა საცხოვრებელს, [[ბეღელი|ბეღელს]], [[სასიმინდე|სასიმინდეს]], [[ბოსელი|ბოსელს]], საქათმეს, [[მარანი|მარანს]] და სხვა სამეურნეო ნაგებობას; შემდეგ მოხმაურე და მოყიჟინე მეზობელთანაც გადავიდოდნენ, სადაც მას დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. შინმობრუნებული „მეშურბუმე“ ოჯახის რომელიმე წევრს ანიშნებდა, ფილთაქვა აეღო და კერასთან მოპასუხედ დამდგარიყო, თავად კი თოხით ხელში საცხოვრებლის სხვენში ავიდოდა და ჭერზე თოხის ცემასა და ხმამაღლა ლაპარაკს იწყებდა:
 
::მი ჸვანა დო მი ცხვინდია!
 
::მი ჸვანა დო მი ცხვინდია!
::(სად ყანა და სად სხვენიო!)
+
::(სად [[ყანა]] და სად სხვენიო!)
 
მოპასუხე ფილთაქვას მიწას ურტყამდა, თითქოს რწყილს კლავსო და პასუხობდა:
 
მოპასუხე ფილთაქვას მიწას ურტყამდა, თითქოს რწყილს კლავსო და პასუხობდა:
 
::მი ჸუდე დო მი წყირია!
 
::მი ჸუდე დო მი წყირია!

მიმდინარე ცვლილება 16:45, 14 თებერვალი 2020 მდგომარეობით

გოხარჭალაფა – ავსულთა და მავნე არსებათა განდევნის მეგრული წეს-ჩვეულება; სრულდებოდა დიდ ხუთშაბათს. წინა საღამოს „მეშურბუმედ“ (უბრად მყოფი) – რიტუალის მთავარ შემსრულებლად – არჩეული ქალი (უპირატესად ქალიშვილი), ვახშმობის შემდეგ, თითისტარზე მატყლს დაართავდა (ამ დროიდან ლაპარაკის უფლება არ ქონდა), ღამე მალულად ადგებოდა და ოჯახის მძინარე წევრებს ნართს ფეხზე შეაბამდა. დილაადრიან, ყველაზე უწინარეს ამდგარი „მეშურბუმე“ სპილენძის ტაშტზე ან ქვაბზე ჯოხს ურტყამდა და მთელ ოჯახს აღვიძებდა. ყველანი ადგებოდნენ (ცდილობდნენ, „მეშურბუმეს“ სიტყვა დასცდენოდა, მაგრამ ამაოდ) და ხმაურს ასტეხდნენ: ზოგი – აბრახუნებდა, ზოგი – უსტვენდა, ზოგიც – სალამურზე ან ფანდურზე უკრავდა და ა. შ. მთელი ეს პროცესია ეზოში ხმაურითა და ყიჟინით გამოეფინებოდა, გარშემოულიდა საცხოვრებელს, ბეღელს, სასიმინდეს, ბოსელს, საქათმეს, მარანს და სხვა სამეურნეო ნაგებობას; შემდეგ მოხმაურე და მოყიჟინე მეზობელთანაც გადავიდოდნენ, სადაც მას დიდი სიხარულით ხვდებოდნენ. შინმობრუნებული „მეშურბუმე“ ოჯახის რომელიმე წევრს ანიშნებდა, ფილთაქვა აეღო და კერასთან მოპასუხედ დამდგარიყო, თავად კი თოხით ხელში საცხოვრებლის სხვენში ავიდოდა და ჭერზე თოხის ცემასა და ხმამაღლა ლაპარაკს იწყებდა:

მი ჸვანა დო მი ცხვინდია!
(სად ყანა და სად სხვენიო!)

მოპასუხე ფილთაქვას მიწას ურტყამდა, თითქოს რწყილს კლავსო და პასუხობდა:

მი ჸუდე დო მი წყირია!
(სად სახლი და სად რწყილი!)

„მეშურბუმე“ იმეორებდა:

მი ჸვანა დო მი ცხვინდია!
(სად ყანა და სად სხვენიო!)

მოპასუხე ფილთაქვის ცემით პასუხობდა:

წყირი დიხა-სამარეს!
(რწყილი მიწა-სამარეში!).

ასე მეორდებოდა სამჯერ და მთავრდებოდა „რწყილის დაჭერის“ (წყირიში ჭოფუა) წესი (მეგრელის რწმენით, ოჯახი მთელი წლის განმავლობაში რწყლისგან დაზღვეული იქნებოდა).

შემდეგ „მეშურბუმე“ მოპასუხის თანხლებით უნაყოფოდ წელგაშვებულ ხილის ხეებს დაივლიდა, ყოველ მათგანს ცულს მოუღერებდა და იტყოდა: „უნდა მოვჭრა!; მოპასუხე ეტყოდა: „ოღონდ ახლა ნუ მოჭრი და მე ვარ თავმდები, რომ ნაყოფს მოისხამს“.

[რედაქტირება] ლიტერატურა

И. Кобалия. Из мифической Колхиды // СМОМПК. № 32. Тф., 1903. გვ. 104-107.

[რედაქტირება] წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები