გრძელყუნწა მუხა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გრძელყუნწა მუხა

გრძელყუნწა მუხა - (Quercus logipes Steven = Quercus robur subsp. pedunculiflora [K. Koch] Menitsky); ოჯახი: წიფლისებრნი (Fagaceae). 30 მ. სიმაღლის ხეა, უხვად დატოტვილი, სფეროსებური ვარჯით. ტოტები მორუხო-მურა-მოყავისფროა. ფოთლის ფირფიტა მკვრივია, თითქმის ტყავისებური, უკუკვერცხიე სებური ან მოგრძო; ზემოდან მუქი მწვანეა, შიშველი; ქვემოდან – მუქი მომწვანო, შემოსილი გრძელი ბეწვებით, იშვიათად – შიშველი, დანაკვთული ან ფრთისებურად დანაწევრებული. ყვ. ნაყ. IV-V. იზრდება 1,000-1,100 მ. სიმაღლემდე; ქმნის კორომებს, ძირითადად, მდინარისპირა ტერასებზე, დაბლობებზე, ხევებში, ტაფობებში, ხრამების გასწვრივ. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია მდ. ალაზნის ჭალაში. საქართველოში გავრცელებულია შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში. შეტანილია საქართველოს წითელ ნუსხაში, როგორც მოწყვლადი სახეობა.




წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები