გუდის ყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გუდის ყველი

გუდის ყველი - ამ სახელწოდებითაა ცნობილი საქართველოში (მის აღმოსავლეთში) ცხვრის რძისგან დამზადებული საუკეთესო ყველი. მისი დამზადების ტექნოლოგია განსხვავებულია და, რაც მთავარია, საუკეთესო გუდის ყველი მზადდება მხოლოდ ალპურ საძოვრებზე მიღებული ცხვრის რძით. შესაძლებელია გუდის ყველის მომზადება ბარშიც, მაგრამ მას ის საგემოვნებო თვისებები არ ექნება, როგორც მთაში დამზადებულს.

გარკვეული ტექნოლოგიური პროცესების გავლის შემდეგ, ამოყვანილ ყველს ეძლევა ფორმა, გაივლის დამარილების პროცესებს, იდება ახალგაზრდა ცხვრის წინასწარ გაპარსული ტყავისაგან მომზადებულ გუდაში (გუდას მატყლის მხარე შიგნით აქვს), რომელსაც მოუკრავენ პირს, დებენ ხის წვრილ ტოტებზე, რათა ჰქონდეს აერაცია და არ დალპეს. გუდას პერიოდულად ატრიალებენ, რათა ყველმა თანაბრად მიიღოს მარილი და მრგვალი ფორმა. მეორე დღეს უმატებენ წათხს და პერიოდულად კვლავ ატრიალებენ. გუდაში ყველის შენახვა შესაძლებელია დიდი ხნით.



წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები