გულუა ბაკურ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ბაკურ გულუა – დაიბადა 1946 წლის 9 ოქტომბერს ჩხოროწყუს რაიონის სოფელ ჯუმითში. სტუ-ს პროფესორი.
განათლება – საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1971); ასპირანტურა (1974).
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ-სამეურნეო თანამდებობებზე (1973-90);
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, თავმჯდომარის მოადგილე (1975-79).
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91) საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან; კომისიის თავმჯდომარე;
- საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი (1991-92).
- თბილისის ვიცე-პრემიერი (1992-93).
- საქართველოს რესპუბლიკის პარლამენტის წევრი (1993-95): მაჟორიტარი, №70 ფოთის საარჩევნო ოლქი.
- საქართველოს რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი (1994-95).
- სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი (1995-2000).
- კონსტიტუციის დაცვის ეროვნული ლიგის პრეზიდენტი (2007 წლიდან).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).