გურიის აჯანყება 1841

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გურიის აჯანყება 1841 - ანტიკოლონიური აჯანყება საქართველოში, რომლის მიზეზი იყო გლეხთა ექსპლუატაციის ზრდა, სახელმწიფო გადასახადების სიმძიმე, რუსი მოხელეების თვითნებობა.

აჯანყების საბაბი გახდა კანონი, რომლის მიხედვით 1841 წლიდან სახელმწიფო გადასახადი ფულადი სახით უნდა აკრეფილიყო. 22 მაისს დაწყებულმა აჯანყებამ აგვისტოში პიკს მიაღწია და მთელი გურია მოიცვა; მასში მოსახლეობის ყველა ფენამ მიიღო მონაწილეობა. გურულებმა 9 აგვისტოს სოფელ გოგორეთთან დაამარცხეს პოლკოვნიკ ბრუსილოვის რაზმი, ხოლო 10 აგვისტოს განაიარაღეს ნიკოლაევის საგუშაგოს გარნიზონი.

აჯანყების ხელმძღვანელი „მთავარი შტაბის” კონტროლის ქვეშ გადავიდა გურიის თითქმის ყველა სტრატეგიული პუნქტი, ადმინისტრაციული ცენტრის, ოზურგეთის, გამოკლებით. ხელისუფლებამ აჯანყებულთა წინააღმდეგ, რომელთა რაოდენობა 7 ათასს აღემატებოდა, დამსჯელი რაზმი დაძრა პოლკოვნიკ მ. არღუთინსკი-დოლგორუკოვის მეთაურობით (რეგულარული ჯარის 2500 ჯარისკაცი, სამეგრელოსა და იმერეთის მილიცია). აჯანყება ჩაახშვეს. მოძრაობის მეთაურები (50 კაცი) შეიპყრეს და სამხედრო წესით გაასამართლეს.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები