გურჯუა ვასილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ გურჯუა

გურჯუა ვასილ გიორგის ძე (დ. - 15.X.1885, სოფ. კინდღში, სოხუმის ოკრ. - გ. - 19.IX.1924, ქ. სოხუმი) - სოციალ-დემოკრატი, საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და აფხაზეთის ეროვნული საბჭოს წევრი.

სარჩევი

ბიოგრაფია

დაიბადა აფხაზი გლეხის ოჯახში. განათლება მიიღო ქუთაისის სასოფლო სასწავლებელში, დაეუფლა აგრონომის პროფესიას. 1902 წლიდან რსდმ პარტიის წევრი, პარტიის გაყოფის შემდეგ მიემხრო მენშევიკურ ფრაქციას. 1905 წლის რევოლუციის დროს აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა მშობლიურ კუთხეში, დააპატიმრეს უცხოეთიდან იარაღის შემოტანის ბრალდებით. თებერვლის რევოლუციის შემდეგ იყო აფხაზეთის ეროვნული საბჭოსა და საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის ცეკას წევრი. იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი სოციალ-დემოკრატიული პარტიიდან.

1919 წლის თებერვალში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. დამოუკიდებლობის პერიოდში, არზაყან ემუხვართან, ისიდორე რამიშვილთან და სხვებთან ერთად, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სასარგებლოდ აქტიურ პოლიტიკურ და პროპაგანდისტულ საქმიანობას ეწოდა აფხაზეთში.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაციის შემდეგ დარჩა საქართველოში, 1921 დააპატიმრეს აფხაზეთში, გათავისუფლების შემდეგ მუშაობდა არალეგალურად, აფხაზეთის ადგილობრივი საბჭოთა ხელისუფლება ვასილ გურჯუასა და მისი ოჯახის წინააღმდეგ მკაცრ რეპრესიებს ატარებდა. მეორედ დააპატიმრეს 1924 წლის აგვისტოს აჯანყების შემდეგ, მალევე დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს. დახვრიტეს სოხუმში.

ირაკლი ირემაძე

ლიტერატურა

  • ი. ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016;
  • სცსა, ფ. 1836, აღწ. 1, საქ. 108;
  • გაზ. „ერთობა“, 1918, №30.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ვასილ გურჯუა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები