დავარაშვილი მოსე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მოსე დავარაშვილი

დავარაშვილი მოსე (მოშე) რახამის ძე - (1893, ცხინვალი, გორის მაზრ. - 1980, იერუსალიმი) - ქართველი ებრაელი, საზოგადო მოღვაწე, სოციალ-დემოკრატი, რაბინი. პროფესიით მასწავლებელი იყო.

მოღვაწეობდა ქუთაისში 1917 ეროვნულ საბჭოში წარმოადგენდა საქართველოს ებრაელობას. 1918 წლის 26 მაისს იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ერთ-ერთი ხელმომწერი. 1919 წლის თებერვალში სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით აირჩიეს დამფუძნებელი კრების წევრად. სხვა ებრაელ დეპუტატებთან ერთად, მხარს უჭერდა იმ კანონების მიღებას, რომელიც იცავდა ებრაელთა ეროვნულ ინტერესებს. დაწყებით სასწავლებლებში „თორას“ სწავლებასთან ერთად, ეწეოდა რელიგიურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას ქართველ ებრაელთა შორის. საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ დარჩა საბჭოთა საქართველოში, 1970 გადასახლდა ისრაელში, სადაც საქართველოდან ემიგრირებულ ებრაელთა ერთ-ერთ სულიერ ლიდერად ითვლებოდა. დაკრძალულია იერუსალიმში. (დოდო ჭუმბურიძე)


ლიტერატურა

სცსა, ფ. 1836, აღწ. აღწ. საქ. 107.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

მოსე დავარაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები