დავითაშვილი გიორგი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „გიორგი დავითაშვილი“ გადაიტანა გვერდზე „დავითაშვილი გიორგი“ გ...)
ხაზი 14: ხაზი 14:
 
* გოდუნოვი (სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“, სსრკ სახელმწიფო პრემია 1946 წ.);
 
* გოდუნოვი (სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“, სსრკ სახელმწიფო პრემია 1946 წ.);
 
* ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“);
 
* ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“);
* მინდია (გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“);
+
* მინდია ([[გრიგოლ რობაქიძე|გრიგოლ რობაქიძის]] „ლამარა“);
 
* ფრანც მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვ.
 
* ფრანც მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვ.
 
   
 
   

16:52, 15 თებერვალი 2019-ის ვერსია

დავითაშვილი გიორგი მიხეილის ძე (15.II.1893, ბათუმი - 4.VII.1966, თბილისი) - ქართველი მსახიობი.

1913 დაამთავრა ბათუმის გიმნაზია და სწავლა განაგრძო პეტერბურგის ა. პეტროვსკის სასცენო ხელოვნების სკოლაში, რომელიც დაამთავრა 1915.

1915-1918 წლებში მუშაობდა ტაგანროგის თეატრში. 1918 დაბრუნდა ბათუმში, ხოლო მომდევნო წელს მოღვაწეობდა თბილისის რუსულ თეატრში. აქ შესრულებული აქვს რასკოლნიკოვის („დანაშაული და სასჯელი“, ფ. დოსტოევსკის მიხედვით), ჟადოვის, პარატოვის (ა. ოსტროვსკის „შემოსავლიანი ადგილი“, „უმზითვო“) და სხვა მნიშვნელოვანი როლები. 1920 წლიდან გ. დავითაშვილი ქართულ დრამატულ თეატრშია (ამჟამინდელი რუსთაველის თეატრი).

გ. დავითაშვილი ეკუთვნოდა ქართველ მსახიობთა იმ თაობას, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა რუსთაველის სახელობის თეატრს. ამ თეატრის სცენაზე ითამაშა 80-მდე როლი. მათ შორის:

  • ზაალ ბარათაშვილი (ს. შანშიაშვილის „არსენა“);
  • ლევან ხიმშიაშვილი (დ. ერისთავის „სამშობლო“);
  • ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილის „ღალატი“);
  • ფრონდოსო (ლოპე დე ვეგას „ცხვრის წყარო“);
  • გოდუნოვი (სოლოვიოვის „დიდი ხელმწიფე“, სსრკ სახელმწიფო პრემია 1946 წ.);
  • ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“);
  • მინდია (გრიგოლ რობაქიძის „ლამარა“);
  • ფრანც მოორი (შილერის „ყაჩაღები“) და სხვ.


1921 წლიდან გიორგი დავითაშვილი მოღვაწეობდა ქართულ კინემატოგრაფშიც. დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ფილმებში. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

მერაბ გეგია

ლიტერატურა

  • ს. არღუნელი, გ. დავითაშვილი, თბ., 1956;
  • ნ. შალუტაშვილი, გიორგი დავითაშვილი, თბ., 1970.

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

გიორგი დავითაშვილი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები