დაკავება (სამხედრო ტერმიენი)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:41, 25 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დაკავება
1. ტაქტიკური ამოცანა, რომლის შესრულების დროს შეიარაღებული ძალა მიზნის, გადამწყვეტი მნიშვნელობის ადგილის, ხელოვნურად შექმნილი თუ ბუნებრივი ობიექტების მიმართულებით გადაადგილდება ისე, რომ არ ხვდება წინააღმდეგობას და მთლიანად იკავებს მოცემულ რაიონს.
2. დაკავებულ რაიონში დარჩენა და მასზე კონტროლის შენარჩუნება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.