დანია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დანია“ გადაიტანა გვერდზე „დანიის სამეფო“)
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დანიის სამეფო“ გადაიტანა გვერდზე „დანია“ გადამისამართებაზე)

17:33, 29 ნოემბერი 2017-ის ვერსია

დანია -(Danmark - დანიის სამეფო), სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულსა და ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულებზე.

ფართობი - 43 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 5,4 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – დანიური.

დედაქალაქი – ქ. კოპენჰაგენი.


ადმინისტრაციულად იყოფა - 22 ამტად (ოლქად). დანიის შემადგენლობაში ავტონომიად შედიან კუნძული გრენლანდია და ფარერის კუნძულები.

დანიაში საკონსტიტუციო მონარქიაა.

სახელმწიფოს ხელმძღვანელობს მონარქი.

საკანონმდებლო ძალაუფლება აქვს მონარქს და ფოლკეტინგს (ერთპალატიან პარლამენტს), აღმასრულებელი - მონარქს, რომლის სახელითაც მას ახორციელებს მთავრობა.

დანია ნატოს წევრი ქვეყანაა. განვითარებულია იდუსტრიულ-აგრაგული დარგი. ეკონომიკა ძირითადად ორიენტირებულია ექსპორტზე.

სამხედრო მრეწველობა სპეციალიზებულია სამხედრო ხომალდების და შეიარაღების ცალკეული სახეობების წარმოებაზე.

მთავარი საზღვაო პორტია - კოპენჰაგენი.

საერთაშორისო აეროპორტი - კასტრუპი (კოპენჰაგენი).

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 18,8 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 10,7 ათ., სამხედრო-საზღვაო 3,9 ათ. და სამხედრო-საჰაერო 4,2 ათ. დაკომპლექტება ხორციელდება შერეული ფორმით. გასამხედროებული მოხალისეთა ორგანიზაცია „ჰამვერი“, საერთო შემადგენლობით 53,5 ათ. კაცი (2012), რომელიც მხარს უჭერს ტერიტორიული თავდაცვის და შეიარაღებული ძალების ამოცანების გადაწყვეტას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები