დანიური ჯერსული

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დანიური ჯერსული

დანიური ჯერსული (Danish Jersey) – ჯიში დანიაში შეყვანილი იქნა 120 წლის წინ, და ამჟამად დანიური ჯერსული წველადობის მხრივ მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვან ჯიშს წარმოადგენს.

სელექციონერებმა ჩაატარეს ინტენსიური სასელექციო სამუშაოები, რის შედეგადაც მიიღეს ძლიერი, ფუნქციური საქონელი მაღალი პროდუქტიულობითა და ხანგრძლივი სიცოცხლის უნარით.

„პატარა ძროხას, ჯერსულს“ ძლიერი ფეხები და ჩლიქები აქვს, აგრეთვე საუკეთესო ხარისხის ჯიქნები.

დანიური ჯერსულის ჯიში უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის რძის ცხიმებისა და ცილების წარმოებას.

ჯიშის საშუალო მაჩვენებლები 2013/2014

  • წველადობა – 7,298 კგ. რძე
  • ცხიმი – 5,86%, სულ 428 კგ.
  • ცილა – 4,14%, სულ 302 კგ.
  • ჯამში ცხიმი და ცილები – 730 კგ.

დანიური ჯერსულის საშუალო ცოცხალი წონა 400–700კგ.

ჯერსული ჯიში ჩვენი ქვეყნის მერძეული მესაქონლეობის განვითარებაში მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს, რასაც მისი მრავალი გამორჩეული თვისება განსაზღვრავს. იგი მერძეულ ჯიშებს შორის ყველაზე პატარა ტანიანია, მალმწიფადია, ახასიათებს რძის მაღალი ცხიმიანობა. ფურების ცოცხალი მასა 450-500 კგ-ია. მონაწველი 4500-5000 კგ. რძის ცხიმიანობა 5,5-5,8%.

საქართველოში შესწავლილია ჯერსული ჯიშის ქართული მთის ძროხასთან შეჯვარების შედეგები. ადგილობრივ საქონელთან შეჯვარების სამუშაო შედეგები ამჟამად მიმდინარეობს აჭარის, სამცხე-ჯავახეთის, შიდა ქართლის რეგიონის რიგ ფერმერულ მეურნეობებში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები