დაპწნილი ყველი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დაპწნილი ყველი''' − სეფერატორში კაიმაღგამოცლილი რძისაგან დ...)
 
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „დაპწნილი ყველი“ გადაიტანა გვერდზე „აჭარული გრეხილი ყველი“)

17:05, 24 იანვარი 2020-ის ვერსია

დაპწნილი ყველი − სეფერატორში კაიმაღგამოცლილი რძისაგან დამზადებული ყველი, იგივე აჭარული გრეხილი ყველი.

გამოხდილ რძეს ზამთრობით დილიდან საღამომდე, ხოლო ზაფხულობით დაახლოებით ორ საათს გააჩერებდნენ, შემდგომ ცეცხლზე შეათბობდნენ, კვეთს ჩაასხამდნენ და ცოტა ხანს გააჩერებდნენ, ხის დიდი კოვზით − ციცხვით ნელა მოურევდნენ და ყველი თანდათან „მოსვლას” − აჭრას დაიწყებდა. როცა რძე აიჭრებოდა, ყველს იმავე ჭურჭელში ხელით ერთ ადგილზე შეაგროვებდნენ, „მოჭყეპდნენ” და ყველის რგოლს შეკრავდნენ, შრატიდან, რომელიც ყველისაგან რჩებოდა, ამოიღებდნენ და რამდენჯერმე ერთმანეთზე გადაახვევდნენ, დაპწნიდნენ. ყველი წნულის, გრეხილის ფორმას მიიღებდა.


ლიტერატურა

მგელაძე, 1965:160; ნიჟარაძე, 1971:165.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები