დასწავლის დარღვევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დასწავლის დარღვევები''' - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ზ...)
 
 
ხაზი 10: ხაზი 10:
 
* ჯანმრთელობა და   
 
* ჯანმრთელობა და   
 
* უსაფრთხოება.  
 
* უსაფრთხოება.  
 +
  
 
==== დასწავლის უნარების ცნების ჩამოყალიბება ====
 
==== დასწავლის უნარების ცნების ჩამოყალიბება ====

მიმდინარე ცვლილება 17:38, 9 ივლისი 2019 მდგომარეობით

დასწავლის დარღვევები - საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირება, რომელსაც თან ახლავს ადაპტაციური ფუნქციის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ორ სფეროში. ეს სფეროებია:

  • კომუნიკაცია;
  • საკუთარი თავის მოვლა;
  • საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრება;
  • სოციალური/ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოიყენება სათემო რესურსებისთვის;
  • საკუთარი თავის წარმართვა;
  • ფუნქციური აკადემიური უნარ-ჩვევები;
  • მუშაობა;
  • დასვენება;
  • ჯანმრთელობა და
  • უსაფრთხოება.


სარჩევი

[რედაქტირება] დასწავლის უნარების ცნების ჩამოყალიბება

არსებობს ფუნდამენტური განსხვავება ინტელექტის ფუნქციის დაქვეითებას (intellectual impairment), ადრეული გამოვლენის შემთხვევებს (გონებრივი ჩამორჩენილობა ანუ დასწავლის დარღვევა ადრეულ ბავშვობაში ვლინდება) და მოგვიანებით გამოვლენილ ინტელექტის დაქვეითებას (დემენცია ანუ ჭკუასუსტობა) შორის. 1845 წელს ესკიროლი (Esquirol, 1845) ამ განსხვავების შესახებ წერდა:

„იდიოტია არ არის დაავადება. ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ნორმალური ინტელექტი არასოდეს გამოვლინდება, ანუ იდიოტი არასოდეს განვითარდება ისე, რომ შეძლოს იმ ცოდნის შეძენა, რომლის მიღებაც შეუძლია იმავე ასაკისა და იმავე პირობებში მყოფ პირს”.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ბინეს ინტელექტის გასაზომი ტესტებით (Binet’s Tests) დადგინდა გონებრივი ჩამორჩენილობის რაოდენობრივი კრიტერიუმები. ამ ტესტებით შესაძლებელი გახდა გონებრივი ჩამორჩენილობის ნაკლებად მძიმე შემთხვევების იდენტიფიკაცია, რომლებიც სხვაგვარად ვერ გამოაშკარავდებოდა (Binet and Simon, 1905). სამწუხაროდ, ამ დროისთვის ფართოდ გავრცელდა მოსაზრება, რომ ადამიანები, რომლებსაც ახასიათებთ ნაკლებად მძიმედ გამოხატული ინტელექტის დაქვეითება, სოციალურად არაკომპეტენტურები არიან და ინსტიტუციურ ზრუნვას საჭიროებენ.

ასეთი შეხედულებები კანონმდებლობაზეც აისახა. მაგ., უელსსა და ინგლისში 1886 წლის აქტით იდიოტიის შესახებ (Idiots Act, 1886) მოხდა იდიოტიის (ინტელექტის მნიშვნელოვანი დაქვეითება) და იმბეცილობის (ინტელექტის უფრო ზომიერი დაქვეითება) მარტივი გამიჯნვა. 1913 წელს გონებრივი უკმარისობის აქტით (Mental Deficiency Act, 1913) შემოიტანეს მესამე კატეგორია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც „ადრეული ასაკიდან ახასიათებთ მუდმივი გონებრივი დეფიციტი ბოროტმოქმედების ან კრიმინალისადმი ძლიერ მიდრეკილებასთან ერთად. დასჯა მათზე მცირე ან არანაირ ზეგავლენას არ ახდენს“. ამ კანონის ძალით, ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ ნორმალური ან ნორმასთან მიახლოებული ინტელექტი ხანგრძლივი დროით თავსდებოდნენ ჰოსპიტალში მხოლოდ იმის გამო, რომ მათი ქცევა შეურაცხყოფდა საზოგადოების ღირებულებებს. ამ ადამიანთა ნაწილს მართლაც ჰქონდა დანაშაული ჩადენილი, ნაწილს კი - არა. ამ აქტის მიხედვით, გოგონათა უკანონო ორსულობა ინტერპრეტირებული იყო როგორც „კრიმინალური ქცევისაკენ“ მიდრეკილების ნიშანი.

მიუხედავად იმისა, რომ წარსულში სოციალური კრიტერიუმების შემოტანამ მათი ბოროტად გამოყენება გამოიწვია, მაინც არასაკმარისია გონებრივი ჩამორჩენილობის მხოლოდ ინტელექტის მიხედვით განსაზღვრა. აუცილებელია, რომ სოციალური კრიტერიუმებიც იქნას შემოტანილი, რათა ერთმანეთისგან გაიმიჯნონ ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ ნორმალური ან ნორმასთან მიახლოებული ცხოვრება, ისეთი პირებისგან, რომლებსაც ეს არ ძალუძთ. DSM-IV-ის მიხედვით გონებრივი ჩამორჩენილობა განმარტებულია, როგორც:

საშუალოზე მნიშვნელოვნად დაბალი ზოგადი ინტელექტუალური ფუნქციონირება, რომელსაც თან ახლავს ადაპტაციური ფუნქციის მნიშვნელოვანი შეზღუდვა, ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სულ მცირე ორ სფეროში. ეს სფეროებია: კომუნიკაცია; საკუთარი თავის მოვლა; საკუთარ საცხოვრებელში ცხოვრება; სოციალური/ინტერპერსონალური უნარ-ჩვევები, რომლებიც გამოიყენება სათემო რესურსებისთვის; საკუთარი თავის წარმართვა; ფუნქციური აკადემიური უნარ-ჩვევები; მუშაობა; დასვენება; ჯანმრთელობა და უსაფრთხოება.

გონებრივი ჩამორჩენილობა 18 წლამდე ვლინდება. დარღვევის ასეთი განმარტების საფუძველზე მისი დაყოფა ხდება ინტელექტის დონის მიხედვით. ორივე, ICD-10 და DSM-IV კლასიფიკაციებში გამოიყოფა შემდეგი ქვეტიპები:

  • მსუბუქი (mild) (IQ - 50-70),
  • ზომიერი (moderate) (IQ - 35-49),
  • მძიმე (severe) (IQ -20-34) და
  • უმძიმესი (profound) (IQ<20).

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაცია ფუნქციონირების დაქვეითების (impairment) უნარშეზღუდულობისა (disability) და ინვალიდობის (handicap) შესახებ აქტუალურია დასწავლის დარღვევის შემთხვევაშიც. (მსოფლი ჯანდაცვის ორგანიზაცია ამჟამად იყენებს უფრო პოზიტიურ ტერმინოლოგიას, სადაც უნარშეზღუდულობა (disability) ჩანაცვლებულია „აქტივობით“, ხოლო ინვალიდობა _ „მონაწილეობით“.)

ფუნქციონირების დაქვეითება ცენტრალურ ნერვულ სისტემასთან არის დაკავშირებული, უნარშეზღუდულობა (ანუ აქტივობის შეზღუდვა) ახალი უნარ-ჩვევების დასწავლისა და შეძენის უნარის შეზღუდულობას გულისხმობს. რამდენად გამოიწვევს ფუნქციონირების დაქვეითება უნარშეზღუდულობას (აქტივობის შეზღუდვას) ნაწილობრივ დამოკიდებულია ოჯახისა და სკოლის გამოცდილებაზე და ისეთი თანმხლები პრობლემების კორექციაზე, როგორიც სიყრუეა. ბოლო ეტაპი, ინვალიდობა (ანუ შეზღუდული მონაწილეობა) დამოკიდებულია უნარშეზღუდულობის ხარისხზე და სხვა ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა პიროვნების მიმართ გაწეული მხარდაჭერა.

[რედაქტირება] დასწავლის დარღვევის კლინიკური ნიშნები

[რედაქტირება] ზოგადი აღწერა

დასწავლის დარღვევის ყველაზე ხშირი გამოვლინებაა ინტელექტის შესაფასებელი ტესტის ყველა დავალების (დასწავლა, ხანმოკლე მეხსიერება, ცნებების გამოყენება და პრობლემის გადაჭრა) ცალსახად არადამაკმაყოფილებელი შესრულება. კონკრეტულმა ანომალიებმა შეიძლება განსაკუთრებული სიძნელეები გამოიწვიოს. მაგ., მხედველობით-სივრცითი უნარ-ჩვევების პრობლემამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი პრაქტიკული სიძნელეები, როგორიცაა ტანსაცმლის ჩაცმის უუნარობა. შეიძლება აღინიშნებოდეს მეტყველების სიძნელეები ან სოციალური ურთიერთობის პრობლემა, რომლებიც მჭიდრო კავშირშია ქცევით დარღვევებთან. დასწავლის დარღვევის მქონე ბავშვებში გავრცელებული ქცევითი პრობლემები ზოგად პოპულაციასთან შედარებით უფრო ხშირად ასაკის მატებასთან და ფიზიკურ განვითარებასთან ერთად ვლინდება; გარდა ამისა, ასეთი პრობლემები უფრო დიდხანს ნარჩუნდება. ჩვეულებრივ, ბავშვის ქცევითი პრობლემები ასაკის მატებასთან ერთად თანდათანობით იკლებს, მაგრამ ზრდასრულ ასაკში ისინი, შეიძლება, ახალი პრობლემებით ჩანაცვლდეს.

[რედაქტირება] დასწავლის მსუბუქი დარღვევა (IQ 50-70)

დასწავლის დარღვევის მსუბუქი ფორმა შეადგენს საერთო რაოდენობის დაახლოებით 85%-ს. ასეთი დარღვევის მქონე პირები გარეგნულად არ განსხვავდებიან სხვა ადამიანეადამიანებისგან და მათი ნებისმიერი სენსორული თუ მოტორული დეფიციტი მსუბუქი ხარისხისაა. ამ ჯგუფის ადამიანების უმეტესობას სკოლამდელ ასაკში მეტ-ნაკლებად განვითარებული აქვს მეტყველება და სოციალური ქცევა და ამ ადამიანებთან, შეიძლება, ვერასდროს მოხდეს დასწავლის დარღვევის იდენტიფიკაცია. მათ უმეტესობას მოზრდილობის ასაკში შეუძლია ჩვეულებრივ გარემოში დამოუკიდებლად ცხოვრება, თუმცა, შეიძლება დახმარება დასჭირდეს ოჯახური პასუხისმგებლობების შესრულებაში, საცხოვრებელისა და დასაქმების პრობლემების გადაჭრაში ან უჩვეულო სტრესულ სიტუაციაში აღმოჩენისას.

[რედაქტირება] დასწავლის ზომიერი დარღვევა (IQ 35-49)

ამ ჯგუფის ადამიანები შეადგენს დასწავლის უნარის დარღვევის შემთხვევების დაახლოებით 10%-ს. ბევრ მათგანს უკეთ აქვს განვითარებული რეცეპციული მეტყველება, ექსპრესიულთან შედარებით, რაც ფრუსტრაციისა და ქცევითი პრობლემების პოტენციური მიზეზი ხდება. სამეტყველო ლექსიკა, ჩვეულებრივ, მარტივია და ხშირად იმათთვისაა უფრო გასაგები, ვინც უკეთ იცნობს პაციენტს. ბევრი იყენებს გამარტივებული სიმბოლოების სისტემებს, როგორიცაა, მაგ., მაკატონის სიმბოლოების ენა. დროთა განმავლობაში პიროვნება შეიმუშავებს ყოფითი აქტივობების (ჩაცმა, ჭამა და ჰიგიენის დაცვა) განხორციელებისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს, მაგრამ ზოგიერთი ქცევის შესრულება (ფულის მოხმარება, ქუჩაში ფეხით გადაადგილება ან ტრანსპორტით მგზავრობა) დახმარებას საჭიროებს. ამ კატეგორიის პირებს, ასევე, დახმარება ესაჭიროებათ დასაქმებისა და საცხოვრისთან დაკავშირებულ საკითხებში.

[რედაქტირება] დასწავლის მძიმე დარღვევა (IQ 20-34)

თუ IQ 34-ზე დაბალია, რთულია ქულის ზუსტად განსაზღვრა, რადგან ამ ჯგუფის ადამიანებთან ძნელდება ტესტირების შესაბამისი წესით ჩატარება. ითვლება, რომ დასწავლის დარღვევის მძიმე შემთხვევები შეადგენს დასწავლის დარღვევის საერთო რაოდენობის დაახლოებით 3-4%-ს. სკოლამდელ ასაკში ამ ადამიანების განვითარება ძალიან შეფერხებულია. საბოლოოდ, ბევრი მათგანი ახერხებს სხვისი დახმარებით და ზედამხედველობის ქვეშ საკუთარი თავის მოვლას და მარტივი კომუნიკაციის დამყარებას, მაგ., საგნებზე მითითებით. ზრდასრულობისას ამ ადამიანებს შეუძლიათ მარტივი დავალებების შესრულება და შეზღუდული რაოდენობის სოციალურ აქტივობებში ჩართვა, მაგრამ ისინი მაინც ზედამხედველობას საჭიროებენ. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მათი ცხოვრება მკაფიოდ იყოს სტრუქტურირებული.

[რედაქტირება] დასწავლის უმძიმესი დარღვევა (IQ<20)

ამ ჯგუფის ადამიანები შეადგენენ დასწავლის დარღვევის მქონე პირების დაახლოებით 1-2%-ს. მათი განვითარება, დაახლოებით, 12 თვის ჩვილის დონეს შეესაბამება. უმძიმესი დასწავლის დარღვევის მქონე ადამიანები მოწყვლადნი არიან და მარტივი ყოფითი მოქმედებების შესრულების დროსაც კი ესაჭიროებათ მნიშვნელოვანი დახმარება და ზედამხედველობა.

[რედაქტირება] დასწავლის მსუბუქი, საშუალო, მძიმე და უმძიმესი დარღვევის ნიშნები

მსუბუქი საშუალო მძიმე/უმძიმესი
IQ-ს დიაპაზონი 69-50 49-35 <35
შემთხვევათა
პროცენტული მაჩვენებელი
85% 10% 5%
საკუთარი თავის მოვლის
უნარი
დამოუკიდებელი სჭირდება გარკვეული
დახმარება
შეზღუდული
მეტყველება დამაკმაყოფილებელი შეზღუდული ბაზისური ან საერთოდ
არ მეტყველებს
წერა-კითხვა დამაკმაყოფილებელი ბაზისური მინიმალური ან საერთოდ
არ აქვს ეს უნარ-ჩვევა
მუშაობის უნარი ნაწილობირივ
განვითარებული
უნარ-ჩვევები
არ აქვს შესაბამისი უნარ-
ჩვევები; ესაჭიროება
ზედამხედველობა
შეუძლია ბაზისური
ამოცანების შესრულება
ზედამხედველობის ქვეშ
სოციალური უნარ-ჩვევები ნორმალური საშუალო მწირი
ფიზიკური პრობლემები იშვიათი ზოგჯერ ხშირი
დადგენილი ეტიოლოგია ზოგჯერ ხშირად ჩვეულებრივ


[რედაქტირება] წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები