დატეხილი კაბა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:22, 24 იანვარი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დატეხილი კაბა

დატეხილი კაბააჭარელი ქალის კაბის სახეობა. დატეხილი ნაოჭებიანს, გოფრირებულ კაბას ნიშნავდა.

მისი თარგი ისე იჭრებოდა და იკერებოდა, რომ კაბაზე ტალღისებური ნაოჭები − ტეხილები წარმოშობილიყო. აქედან წარმოსდგება ტერმინიც. იგი წელსზედა და წელსქვედა ნაწილებისაგან შედგებოდა, ცალკ-ცალკე იკერებოდა და შემდეგ ერთიანდებოდა. ზედა ტანი თავიდან წელამდე ჩახსნილი იყო და ღილებით იკვრებოდა. კაბის გულისპირი მწვანე ზონრითა და ტეხილი ორნამენტით იყო შემკული. საერთოდ, ამდაგვარი ყველა კაბის გულისპირი, საყელო და სამაჯეები სხვადასხვა ფერის ძაფებით იყო შემკული. დატეხილი კაბის თარგი და მოხმარების წესი აჭარის ყველა სოფლისათვის ძირითადად ერთნაირი იყო. დატეხილი კაბის მასალად ნაზი ქსოვილები და, უპირატესად, ნათელი: წითელი, მწვანე, ყვითელი და ალისფერი ქსოვილები − ყანაოზი, ყუმაში და სხვა ამდაგვარი გამოიყენებოდა.

მუქი ფერის კაბის ტარებას აჭარელი ქალი ერიდებოდა, რადგან ეს კარგის მომასწავებლად არ ითვლებოდა. უფრო მეტიც, ცოდვად მიიჩნეოდა. კაბის სხვადასხვა დეტალის მიხედვით მასალის კომბინირებაც იცოდნენ. ამგვარად, დატეხილი კაბა ორი − წელსზედა და წელსქვედა ნაწილისაგან შედგებოდა. ორივე შემადგენელი ნაწილი ცალკ-ცალკე იკერებოდა და შემდეგ მათი შეერთება ხდებოდა. დატეხილი კაბის თავისებურება მის სიგრძესა და, როგორც ითქვა, ნაოჭიანობაში გამოიხატებოდა.

დატეხილი კაბა თანდათან შეიცვალა და კაბის თარგი გამარტივდა. მკერდამდე შემცირდა წინა, ჩახსნილი ადგილი, რამაც შესაბმელი ღილების რაოდენობის შემცირება გამოიწვია. აღნიშნული ტიპის სამოსი ზუბუნ-ფარაგის პარალელურად არსებობდა. განსხვავება ის იყო, რომ მთლიანი თარგის კაბა თანდათან წელში გადაჭრილმა კაბამ შეცვალა. კაბის ასეთი ტიპოლოგიური ცვლილება, როგორც ჩანს, შედარებით იაფი, ფაბრიკული ქსოვილის ინტენსიურად შემოსვლამ გამოიწვია.




ლიტერატურა

სამსონია, 2005:46, 52, 62; ქართული მატერიალური კულტურის... 2011:111.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები