დაფნა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დაფნა – ლათინური დასახელება – Laurus

დაფნის ფოთლები და ნაყოფი
  • ბოტანიკური ოჯახი – დაფნისებრნი (Lauraceaes)
  • სიცოცხლის ხანგრძლივობა – მრავალწლიანი
  • განვითარების ოპტიმალური ტემპერატურა – 20-300C
  • ნიადაგის არეს ოპტიმალური რეაქცია pH – 6,5-8,0
  • კრიტიკული ტემპერატურული მინიმუმი – -18-200C
  • კრიტიკული ტემპერატურული მაქსიმუმი – 400C
  • აქტიურ ტემპერატურათა ჯამი – 25000C


სარჩევი

დაფნის აპრობირებული და პერსპექტიული ჯიშები

დაფნა ქსეროფიტია, კარგად იტანს გვალვებს, ხარობს ჰუმუსით მდიდარ, წყლის კარგად გამტარ ნეშომპალა-კარბონატულ, ეწერ, ალუვიურ, წითელმიწა, კირიან ქვეთიხნარებზე და კირნარებზე, ვერ ეგუება დამლაშებულ, ჭარბტენიან ნიადაგებს.

დასახელება მოსავლიანობა ვეგეტაციის ხანგრძლივობა
კეთილშობილი დაფნა 1 ჰა/2,5-3 ტ. ხმელი ფოთოლი არ გააჩნია მკაფიოდ გამოხატული ზამთრის მოსვენების პერიოდი

ქართველი სელექციონერების მიერ შერჩეულია პერსპექტიული ფორმა №18

დაფნა

საბაზისო აგროკალენდარი

აგროღონისძიება დასავლეთ საქართველო აღმოსავლეთ საქართველო
ნიადაგის განოყიერება II-III, IV II-III, IV
მოხვნა X-XI X-XI
თესვა IX-X IX-X
დარგვა X-XI X-XI
წამლობები III-IV III-IV
გამოკვება IV-VI IV-VI
მოსავლის აღება XI-III XI-III
ნიადაგის დამუშავება

პლანტაციას აშენებენ შპალერულად ან ბუჩქური წესით. ნერგისთვის იღებენ ორმოებს (სიღრმე – 25 სმ. სიგანე – 20-25 სმ), თესვისას – 3-4 სმ. სიღრმის ბუდნებს. მასში ითესება 5-6 თესლი, აღმოცენების შემდეგ ტოვებენ 3-4 კარგად განვითარებულ მცენარეს. ვეგეტაციის პერიოდში ხდება მკრივთაშორისების გათოხნა ან კულტივაცია 5-7 სმ. სიღრმეზე. ნიადაგის საზამთრო გადაბარვა წარმოებს 10-12 სმ. სიღრმეზე. სრულმოსავლიანი პლანტაციების გადაბარვა ხდება 4 წელიწადში ერთხეკ. დაფნა მჟავე რეაქციის ნიადაგებზე ვერ ვითარდება, ამიტომ, ეწერი და წითელმიწა ნიადაგებზე დაფნის პლანტაციის გაშენების წინ ძირითადი დამუშავების დროს ყოველ კვადრატულ მეტრზე საჭიროა 400-800 გრ. კირის შეტანა.

თესვა/დარგვა (ვადა, ნორმა, განლაგება)

ითესება შემოდგომაზე – სექტემბრის მეორე ნახევრიდან ნოემბრის მეორე ნახევრამდე ან ადრე გაზაფხულზე. 1 ჰს. სანერგისათვის საჭიროა 500 კგ თესლი. სანერგეებში დაფნა ითესება 30 სმ-ით დაცილებულ ღარებში, შემოდგომაზე ჩათესვის სიღრმე 3-4 სმ, საგაზაფხულო თესვის დროს კი 5-6 სმ. დაფნის ნერგებს იღებენ ღრუბლიან ამინდში, ან მზიან ამინდში დილის ან საღამოს საათებში. თუ ფესვი გრძელია კვეცავენ 30 სმ-მდე. პლანტაციის ბუჩქური წესით გაშენებისას ნაკვეთი უნდა დაიგეგმოს 1,5X1 მ. კვების არით. შპალერული წესით გაშენებისას 80-ზე უფრო მეტი დაქანების ფერდობებზე მწკრივებს შორის მანძილი 1 მ, ვაკე და 80-მდე დაქანებულ ნაკვეთებზე – 2-2,5 მ. მწკრივებში მცენარეთა შორის უნდა იყოს. პლანტაციის გასაშენებლად ბუჩქური წესით, 1 ჰა-ზე საჭიროა 6700 ნერგი, ხოლო შპალერული წესით – 11500 ნერგი.

მორწყვა

1-4 წლამდე მცენარეები ირწყვება აქტიური ვეგეტაციის პერიოდში 5-8-ჯერ მშრალ რაიონებში, ტენიან რაიონებში – 2-3-ჯერ.

  • მორწყვის ნორმა 1 ჰა-ზე: 400-500 მ3
  • მორწყვის მეთოდი: დაწვიმების, წვეთოვანი ან კვლებში მიშვებით

წარმოების ეფექტურობის გაზრდის მეთოდები

  • ორწლიანი სტანდარტული ნერგის გამოყენება.
  • ნიადაგის განოყიერების დაგეგმვა აგროქიმიური ანალიზის საფუძველზე.
  • ინტეგრირებული ბრძოლა მავნებელ-დაავადებების და სარეველების წინააღმდეგ.
  • დაფნის მაღალპროდუქტიული ფორმის წარმოებაში დანერგვა.
ნიადაგის განოყიერების და მცენარის კვების სისტემა
რაოდენობა/ხნოვანება 1-4 წლამდე; 5-6 წლამდე; ზემოთ შეტანის ვადა
ორგანული 50-100კგ. 4 წელიწადში ერთხელ გვიანი შემოდგომა
აზოტი 50გრ. 100 გრ. 150-250გრ. ვეგეტაციის პერიოდი
ფოსფორი 150 გრ. 200გრ. გვიანი შემოდგომა
კალიუმი 200გრ. წელიწადში ერთხელ გვიანი შემოდგომა


მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის სისტემა

აგროტექნიკური (ნიადაგის დამუშავება, სარეველებისა და ნარჩენებისაგან ნაკვეთის გასუფთავება, თესვის და რგვის ვადების, წესების დაცვა, მელიორაციულ ღონისძიებათა განხორციელება და სხვ.) ბიოლოგიური ბრძოლა: მავნე ორგანიზმების როცხოვნობის შემცირება ბიოაგენტების (მტაცებლები, პარაზიტები, პათოლოგიური მიკროორგანიზმები) გამოყენებით.

მავნე ობიექტი რეკომენდირებული მოქმედი ნივთიერება
დაავადებები სპილენძის სულფატი+კალციუმის ჰიდროქსიდი
მავნებლები მინერალური ზეთი
სარეველები ფენოქსაპროპ-პ-ეთილი; 150 გ/ლ ფლუაზიფოპ-პ-ბუთილი


მოსავლის აღება და შენახვა

მოსავლის აღება ხდება ორ წელიწადში ერთხელ

  • ბუჩქი იჭრება სეკატორით ფესვის ყელიდან 10-15 სმ. სიმაღლეზე. მორიგი გადაჭრა ხდება წინა გასხვლაზე 7-10 სმ-ის მაღლა.
  • აჭრილი ღერო-ფოთლები კონად იკვრება და გასაშრობად კარგი ვენტილაციის მქონე ფარდულებში ეწყობა, მზეზე ფოთლების გაშრობა დაუშვებელია. ტენიან ამინდში ფოთლები 20-30 დღეში შრება.
  • გამშრალ ფოთლებს ათავსებენ ტომარაში ან ყუთებში. სტანდარტულ ფოთოლს უნდა ჰქონდეს მწვანე ფერი, 12%-მდე ტენიანობა, არ უნდა ტყდებოდეს.
  • ფოთლების მოცილების შემდეგ დარჩენილი დაფნის ერთ-ორწლიანი ტოტი 0,3-დან 0,4%-მდე ეთეროვან ზეთს შეიცავს. ის ეთერზეთის მისაღებად შესაბამის ქარხნებს უნდა ჩაბარდეს.
  • მშრალი ფოთლის საჰექტარო მოსავლიანობა საშუალოდ 3-5 ტონაა.

წყარო

საქართველოს ფერმერთა ასოციაცია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები