დგებუაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ბიოგრაფია)
 
ხაზი 7: ხაზი 7:
 
1918-1921 წწ-ში იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი. ამავე წლებში, ძირითადად, სამხედრო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო [[სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი|სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში]], შემდეგ - თავდაცვის სამინისტროში. როგორც მინისტრის მრჩეველი, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული [[ჯარი|ჯარის]] ორგანიზებისა და განმტკიცებისათვის გაწეულ ღონისძიებებში. ა. დგებუაძე თან ახლდა [[ლორთქიფანიძე გრიგოლ|გრ. ლორთქიფანიძეს]] ქუთაისის ცნობილი მოლაპარაკების დროს, 1921 წლის 17 მარტს
 
1918-1921 წწ-ში იყო [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს]] (პარლამენტის) და [[საქართველოს დამფუძნებელი კრება|დამფუძნებელი კრების]] წევრი. ამავე წლებში, ძირითადად, სამხედრო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო [[სახალხო გვარდიის მთავარი შტაბი|სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში]], შემდეგ - თავდაცვის სამინისტროში. როგორც მინისტრის მრჩეველი, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული [[ჯარი|ჯარის]] ორგანიზებისა და განმტკიცებისათვის გაწეულ ღონისძიებებში. ა. დგებუაძე თან ახლდა [[ლორთქიფანიძე გრიგოლ|გრ. ლორთქიფანიძეს]] ქუთაისის ცნობილი მოლაპარაკების დროს, 1921 წლის 17 მარტს
  
საქართველოს დაპყრობის შემდეგ [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] არ წასულა და დააპატიმრეს გ. ლორთქიფანიძესთან ერთად. დაპატიმრების მიზეზი - მისი წარსული საქმიანობა და [[საქართველო|საქართველოს]] დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, საბაბი კი - ნაძალადევის კლუბში [[სტალინი იოსებ|სტალინის]] მძაფრი კრიტიკით მისი გამოსვლა გახდა. მან ამხილა სტალინის დანაშაულებრივი პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, ეს გამოსვლა აღწერილია იოსებ ირემაძისა და [[ვლასა მგელაძე|ვლასა მგელაძის]] მოგონებებში. ნაძალადევის კლუბიდან ის, [[ისიდორე რამიშვილი|ისიდორე რამიშვილთან]] ერთად, ხელში აყვანილი თბილისის ქუჩებში გაიყვანეს მუშებმა შეძახილებით - „გაუმარჯოს საქართველოს!“ იმავე ღამეს ა. დგებუაძე და რამდენიმე ათეული მისი თანამოაზრე მეტეხის ციხეში მოათავსეს. პატიმრებმა შექმნეს ე.წ. „ციხის კომიტეტი“, რომლის წევრად ა. დგებუაძეც აირჩიეს. ეკამათებოდა ყველას, ვინც არ იზიარებდა მის შეხედულებას ბოლშევიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი [[ბრძოლა|ბრძოლის]] გაგრძელებაზე, ბოლშევიკი ოკუპანტების მიმართ ქართველი ხალხის დაუმორჩილებლობაზე. მეტეხის ციხიდან ვორონეჟის ციხეში გადაიყვანეს. 1933, ვორონეჟის ციხეში ყოფნის პერიოდში, მას ბრალს სდებდნენ, რომ არსებობდა ყოფილი მენშევიკების დივერსიული ჯგუფი, რომელსაც სათავეში გრ. ლორთქიფანიძე და ალ. დგებუაძე ედგნენ. თითქოს მათ კავშირი ჰქონდათ გადასახლებულ ისიდორე რამიშვილთან და ა. შ. გრ. ლორთქიფანიძემ, [[კანდელაკი კონსტანტინე (1883-1959)|კ. კანდელაკმა]] და ალექსანდრე დგებუაძემ ერთად შეადგინეს წერილი სტალინისთვის და საკუთარი ხელმოწერით გაუგზავნეს ბელადს 1935 წლის 14 მარტს. წერილში ისინი აპროტესტებდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის სტატუსს, ითხოვდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას. წერილის მკაცრი და კრიტიკული ტონი არ შეიძლებოდა დიდ ბელადს მოსწონებოდა, თუმცა, უამისოდაც პატიმართა განაჩენი გარდაუვალი იყო. 1937 წლის 12 იანვარს ისინი გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს.
+
საქართველოს დაპყრობის შემდეგ [[ემიგრაცია|ემიგრაციაში]] არ წასულა და დააპატიმრეს გ. ლორთქიფანიძესთან ერთად. დაპატიმრების მიზეზი - მისი წარსული საქმიანობა და [[საქართველო|საქართველოს]] დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, საბაბი კი - ნაძალადევის კლუბში [[სტალინი იოსებ|სტალინის]] მძაფრი კრიტიკით მისი გამოსვლა გახდა. მან ამხილა სტალინის დანაშაულებრივი პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, ეს გამოსვლა აღწერილია იოსებ ირემაძისა და [[ვლასა მგელაძე|ვლასა მგელაძის]] მოგონებებში. ნაძალადევის კლუბიდან ის, [[ისიდორე რამიშვილი|ისიდორე რამიშვილთან]] ერთად, ხელში აყვანილი თბილისის ქუჩებში გაიყვანეს მუშებმა შეძახილებით - „გაუმარჯოს საქართველოს!“ იმავე ღამეს ა. დგებუაძე და რამდენიმე ათეული მისი თანამოაზრე მეტეხის ციხეში მოათავსეს. პატიმრებმა შექმნეს ე.წ. „ციხის კომიტეტი“, რომლის წევრად ა. დგებუაძეც აირჩიეს. ეკამათებოდა ყველას, ვინც არ იზიარებდა მის შეხედულებას ბოლშევიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი [[ბრძოლა|ბრძოლის]] გაგრძელებაზე, ბოლშევიკი ოკუპანტების მიმართ ქართველი ხალხის დაუმორჩილებლობაზე. მეტეხის ციხიდან ვორონეჟის ციხეში გადაიყვანეს. 1933, ვორონეჟის ციხეში ყოფნის პერიოდში, მას ბრალს სდებდნენ, რომ არსებობდა ყოფილი მენშევიკების დივერსიული ჯგუფი, რომელსაც სათავეში გრ. ლორთქიფანიძე და ალ. დგებუაძე ედგნენ. თითქოს მათ კავშირი ჰქონდათ გადასახლებულ ისიდორე რამიშვილთან და ა. შ. გრ. ლორთქიფანიძემ, [[კანდელაკი კონსტანტინე (1883-1959)|კ. კანდელაკმა]] და ალექსანდრე დგებუაძემ ერთად შეადგინეს წერილი სტალინისთვის და საკუთარი ხელმოწერით გაუგზავნეს ბელადს 1935 წლის 14 მარტს. წერილში ისინი აპროტესტებდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის სტატუსს, ითხოვდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას. წერილის მკაცრი და კრიტიკული ტონი არ შეიძლებოდა დიდ ბელადს მოსწონებოდა, თუმცა, უამისოდაც პატიმართა განაჩენი გარდაუვალი იყო. 1937 წლის 12 იანვარს ისინი გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. ([[დოდო ჭუმბურიძე]])
 
+
:::::::::::::::::::::::::::::::::::'''''დოდო ჭუმბურიძე'''''
+
  
 
==ლიტერატურა==
 
==ლიტერატურა==

მიმდინარე ცვლილება 20:27, 30 აპრილი 2022 მდგომარეობით

ალექსანდრე დგებუაძე

დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე - (1883 - 1937)- სოციალ-დემოკრატი. სამხედრო საქმეთა მრჩეველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში.

სარჩევი

[რედაქტირება] ბიოგრაფია

1919 შედგენილი ანკეტის განათლების გრაფაში ის უთითებს: - შინაური, დაბალი განათლება; პროფესიის გრაფაში კი - მუშა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩაბმული, ამასთანავე, მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის და თბილისის განყოფილებების წევრი.

1918-1921 წწ-ში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. ამავე წლებში, ძირითადად, სამხედრო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში, შემდეგ - თავდაცვის სამინისტროში. როგორც მინისტრის მრჩეველი, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ჯარის ორგანიზებისა და განმტკიცებისათვის გაწეულ ღონისძიებებში. ა. დგებუაძე თან ახლდა გრ. ლორთქიფანიძეს ქუთაისის ცნობილი მოლაპარაკების დროს, 1921 წლის 17 მარტს

საქართველოს დაპყრობის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და დააპატიმრეს გ. ლორთქიფანიძესთან ერთად. დაპატიმრების მიზეზი - მისი წარსული საქმიანობა და საქართველოს დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, საბაბი კი - ნაძალადევის კლუბში სტალინის მძაფრი კრიტიკით მისი გამოსვლა გახდა. მან ამხილა სტალინის დანაშაულებრივი პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, ეს გამოსვლა აღწერილია იოსებ ირემაძისა და ვლასა მგელაძის მოგონებებში. ნაძალადევის კლუბიდან ის, ისიდორე რამიშვილთან ერთად, ხელში აყვანილი თბილისის ქუჩებში გაიყვანეს მუშებმა შეძახილებით - „გაუმარჯოს საქართველოს!“ იმავე ღამეს ა. დგებუაძე და რამდენიმე ათეული მისი თანამოაზრე მეტეხის ციხეში მოათავსეს. პატიმრებმა შექმნეს ე.წ. „ციხის კომიტეტი“, რომლის წევრად ა. დგებუაძეც აირჩიეს. ეკამათებოდა ყველას, ვინც არ იზიარებდა მის შეხედულებას ბოლშევიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის გაგრძელებაზე, ბოლშევიკი ოკუპანტების მიმართ ქართველი ხალხის დაუმორჩილებლობაზე. მეტეხის ციხიდან ვორონეჟის ციხეში გადაიყვანეს. 1933, ვორონეჟის ციხეში ყოფნის პერიოდში, მას ბრალს სდებდნენ, რომ არსებობდა ყოფილი მენშევიკების დივერსიული ჯგუფი, რომელსაც სათავეში გრ. ლორთქიფანიძე და ალ. დგებუაძე ედგნენ. თითქოს მათ კავშირი ჰქონდათ გადასახლებულ ისიდორე რამიშვილთან და ა. შ. გრ. ლორთქიფანიძემ, კ. კანდელაკმა და ალექსანდრე დგებუაძემ ერთად შეადგინეს წერილი სტალინისთვის და საკუთარი ხელმოწერით გაუგზავნეს ბელადს 1935 წლის 14 მარტს. წერილში ისინი აპროტესტებდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის სტატუსს, ითხოვდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას. წერილის მკაცრი და კრიტიკული ტონი არ შეიძლებოდა დიდ ბელადს მოსწონებოდა, თუმცა, უამისოდაც პატიმართა განაჩენი გარდაუვალი იყო. 1937 წლის 12 იანვარს ისინი გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს. (დოდო ჭუმბურიძე)

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

[რედაქტირება] იხილე აგრეთვე

ალექსანდრე დგებუაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები