დგებუაძე ალექსანდრე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ლიტერატურა)
(იხილე აგრეთვე)
ხაზი 29: ხაზი 29:
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 
[[კატეგორია:საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები]]
 +
[[კატეგორია:ამიერკავკასიის სეიმის წევრები]]

16:31, 7 თებერვალი 2019-ის ვერსია

დგებუაძე ალექსანდრე ივანეს ძე - (1883 - 1937)- სოციალ-დემოკრატი. სამხედრო საქმეთა მრჩეველი დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებაში.

1919 შედგენილი ანკეტის განათლების გრაფაში ის უთითებს: - შინაური, დაბალი განათლება; პროფესიის გრაფაში კი - მუშა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენამდე რევოლუციურ მოძრაობაში აქტიურად იყო ჩაბმული, ამასთანავე, მონაწილეობდა საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრებაში: იყო წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის და თბილისის განყოფილებების წევრი.

1918-1921 წწ-ში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს (პარლამენტის) და დამფუძნებელი კრების წევრი. ამავე წლებში, ძირითადად, სამხედრო მოღვაწეობას ეწეოდა, იყო სახალხო გვარდიის მთავარ შტაბში, შემდეგ - თავდაცვის სამინისტროში. როგორც მინისტრის მრჩეველი, იგი აქტიურად მონაწილეობდა ქართული ჯარის ორგანიზებისა და განმტკიცებისათვის გაწეულ ღონისძიებებში. ა. დგებუაძე თან ახლდა გრ. ლორთქიფანიძეს ქუთაისის ცნობილი მოლაპარაკების დროს, 1921 წლის 17 მარტს

საქართველოს დაპყრობის შემდეგ ემიგრაციაში არ წასულა და დააპატიმრეს გ. ლორთქიფანიძესთან ერთად. დაპატიმრების მიზეზი - მისი წარსული საქმიანობა და საქართველოს დამოუკიდებლობისადმი ერთგულება, საბაბი კი - ნაძალადევის კლუბში სტალინის მძაფრი კრიტიკით მისი გამოსვლა გახდა. მან ამხილა სტალინის დანაშაულებრივი პოლიტიკა დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ, ეს გამოსვლა აღწერილია იოსებ ირემაძისა და ვლასა მგელაძის მოგონებებში. ნაძალადევის კლუბიდან ის, ისიდორე რამიშვილთან ერთად, ხელში აყვანილი თბილისის ქუჩებში გაიყვანეს მუშებმა შეძახილებით - „გაუმარჯოს საქართველოს!“ იმავე ღამეს ა. დგებუაძე და რამდენიმე ათეული მისი თანამოაზრე მეტეხის ციხეში მოათავსეს. პატიმრებმა შექმნეს ე.წ. „ციხის კომიტეტი“, რომლის წევრად ა. დგებუაძეც აირჩიეს. ეკამათებოდა ყველას, ვინც არ იზიარებდა მის შეხედულებას ბოლშევიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლის გაგრძელებაზე, ბოლშევიკი ოკუპანტების მიმართ ქართველი ხალხის დაუმორჩილებლობაზე. მეტეხის ციხიდან ვორონეჟის ციხეში გადაიყვანეს. 1933, ვორონეჟის ციხეში ყოფნის პერიოდში, მას ბრალს სდებდნენ, რომ არსებობდა ყოფილი მენშევიკების დივერსიული ჯგუფი, რომელსაც სათავეში გრ. ლორთქიფანიძე და ალ. დგებუაძე ედგნენ. თითქოს მათ კავშირი ჰქონდათ გადასახლებულ ისიდორე რამიშვილთან და ა. შ. გრ. ლორთქიფანიძემ, კ. კანდელაკმა და ალექსანდრე დგებუაძემ ერთად შეადგინეს წერილი სტალინისთვის და საკუთარი ხელმოწერით გაუგზავნეს ბელადს 1935 წლის 14 მარტს. წერილში ისინი აპროტესტებდნენ საქართველოში არსებულ ვითარებას, ქვეყნის სტატუსს, ითხოვდნენ ამიერკავკასიის ფედერაციის გაუქმებასა და საქართველოს დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიარებას. წერილის მკაცრი და კრიტიკული ტონი არ შეიძლებოდა დიდ ბელადს მოსწონებოდა, თუმცა, უამისოდაც პატიმართა განაჩენი გარდაუვალი იყო. 1937 წლის 12 იანვარს ისინი გაასამართლეს და სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა მიუსაჯეს.

დოდო ჭუმბურიძე


ლიტერატურა

წყარო

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი

იხილე აგრეთვე

ალექსანდრე დგებუაძე

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები