დეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 7: ხაზი 7:
  
 
==წყარო==
 
==წყარო==
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.
+
[[კახეთის რეგიონის მცენარეები]]
  
  
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მცენარეები]]
 
[[კატეგორია:მანანისებრნი]]
 
[[კატეგორია:მანანისებრნი]]
 +
[[კატეგორია:მარადმწვანე მცენარეები]]

12:26, 19 ნოემბერი 2018-ის ვერსია

დეკა

დეკა – (Rhododendron caucasicum Pall.); ოჯახი: მანანისებრნი (Ericaceae). 1-1.5 მ სიმაღლის მარადმწვანე ბუჩქია, წამოწეული, ხშირად გართხმული, მხოხავი ღეროებითა და ტოტებით. ყლორტები მოფენილია ქერცლებითა და ჩამოცვენილი ფოთლების კვლებით. ფოთლები ტყავისებურია, ზედა მხარე შიშველია, მუქი მწვანე; ქვედა მხარე ჟანგისფერია და ქეჩის მსგავსად არის შებუსული (ზრდასრული ფოთოლი). ფოთლის სიგრძე 5-12 სმ-ია, სიგანე – 1.8-5 სმ. ფოთლის ყუნწი მოკლეა. გვირგვინი დიდი ზომისაა და მომწვანო-მოყვითალო, ჩალისფერ-მოყვითალო, მოვარდისფრო ან თეთრი. ყვ. ნაყ. V-VI. მცენარე იზრდება სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. სუბალპური ტყის ქვეტყეში ქმნის რაყებს. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია თუშეთისა და ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე. საქართველოში ცნობილია ყველა მაღალმთიან რეგიონში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები